კიტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: arc:ܩܛܘܬܐ (ܝܥܝܬܐ)
No edit summary
ხაზი 24:
| ncbi =
}}
'''კიტრი''' (Cucumis sativus), [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახოვანი მცენარე [[გოგრისებრნი|გოგრისებრთა]] ოჯახისა. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე სიგრძის) და გვერდითი ფესვებისაგან, ესენი ძირითადად ნიადაგის სახნავ (10-30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა. სიგრძე 1,5—2 მ აღწევს. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმებიც. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთლუთხიანი. ცალსქესიანი, ერთსახლიანი მცენარეა. გვხვდება ორსახლიანიც. ნაყოფი 5-100 სმ-მდე სიდიდისაა. ცილინდრული ფორმა აქვს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა [[ინდოეთი]].
 
კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. ქორფა, 3—4 დღიანი ნაყოფისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფის ქიმიური შედგენილობა ასეთია (%-ობით): წყალი 95-96, მშრალი ნივთიერება 4-5, მ. შ. შაქრები 2-2,5, ცილოვანი ნივთიერაბა 1,0, ცხიმი 0,1, უჯრედისი 0,7, ნაცარი 0,4 შეიცავს C, B<sub>1</sub>, B<sub>2</sub> ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიტრი“-დან