მასშტაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მასშტაბი''' ({{lang-de|Maßstab}} < Maß – ზომა და Stab – ჯოხი) — [[რუკა]]ზე, გეგმაზე ან ნახაზზე მოცემული ხაზების სიგრძის შეფარდება ამ ხაზებით გამოხატულ ნამდვილ სიგრძესთან.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=24276 მასშტაბი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> მასშტაბი ბუნებაში გაზომილი მონაკვეთების [[ქაღალდი|ქაღალდზე]] გამოხაზვის დროს შემცირების ზომაზომაა. ცნობილია რიცხვითი, სახელდებული და ხაზვითი მასშტაბები. რიცხვითი მასშტაბი 1 : ''M'' წილადია, რომლის ''M'' მნიშვნელი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ უნდა შევამციროთ გაზომილი მანძილი ქაღალდზე გამოხაზვის დროს. სახელდებული ანუ განმარტებითია მასშტაბი, როცა მოცემული რიცხვითი მასშტაბის შესაბამისად ზომის გარკვეული სისტემისათვის სიტყვიერად მითითებულია თუ ერთ ერთეულს ქაღალდზე რამდენი ისეთივე ერთეული შეესაბამება ადგილზე. ხაზვით მასშტაბს ადგენენ მოცემული რიცხვითი მასშტაბის საფუძველზე.<ref name="qse" />
 
ხაზვითი მასშტაბებია: ხაზოვანი, სოლისებრი და განივი. ხაზოვანი მასშტაბი თანაბარ ნაწილებად დაყოფილი წრფის მონაკვეთია, რომელზედაც აღნიშნულია თუ რა მანძილი შეესაბამება ადგილზე ამ დანაყოფებს. სოლისებრ მასშტაბს უმთავრესად იყენებენ აეროფოტოსურათების შესაბამისი მანძილების განსასაზღვრავად. განივი მასშტაბი ხაზოვანი და სოლისებრი მასშტაბის შეერთებას წარმოადგენს.<ref name="qse">{{ქსე|6|486|თევზაძე ნ.|არა}}</ref>
 
'''გამოსახულების მასშტაბი (ნახაზებზე არჩეულ უნდა იქნას შემდეგი რიგებიდან ერთ-ერთი):'''
{| class="standard"
|მასშტაბის შემცირება||1:2; 1:2,5; 1:4; 1:5; 1:10; 1:15; 1:20; 1:25; 1:40; 1:50; 1:75; 1:100; 1:200; 1:400; 1:500; 1:800; 1:1 000
|-
|ბუნებრივი სიდიდე||1:1
|-
|მასშტაბის ზრდა||2:1; 2,5:1; 4:1; 5:1; 10:1; 20:1; 40:1; 50:1; 100:1
|}
 
{| class="wikitable"
! მასშტაბი || რუკების მანძილი || ბუნებრივი მანძილი || ტიპური დანართი
|-
| 1:1.000 || 1 სმ || 10 მ || [[ადგილის გეგმა]]
|-
| 1:5.000 || 1 სმ || 50 მ || [[ბაზური რუკა]]
|-
| 1:25.000 || 1 სმ || 250 მ || [[საგზაო რუკა]]
|-
| 1:50.000 || 1 სმ || 500 მ || [[საველოსიპედო საგზაო რუკა]]
|-
| 1:100.000 || 1 სმ || 1 კმ || [[საგზაო ატლასი]]
|-
| 1:1.000.000 || 1 სმ || 10 კმ || [[მსოფლიოს საერთაშორიშო რუკა]]
|-
| 1:80.000.000 || 1 სმ || 800 კმ || მსოფლიოს რუკა
|}
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მასშტაბი“-დან