ანგარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
| მდებარეობა =
| სიგრძე = 1779
| აუზის ფართობი = 1 040 000
| სათავე = [[ბაიკალი]]
| ჩაედინება = [[ენისეი]]
| ქვეყნები = {{დროშა|რუსეთი}}
| ქალაქები =
}}
'''ანგარა''' ({{lang-ru|Ангара;}} უწინ ქვემო დინებაში ''ზემო ტუნგუსკა'' ეწოდებოდა) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]]. მიედინება აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიაზე, [[ირკუტსკის ოლქი|ირკუტსკის ოლქსა]] და [[კრასნოიარსკის მხარე]]ში. სიგრძე 1779 კმ, აუზის ფართობი 1 040 000 კმ². გამოედინება [[ბაიკალი|ბაიკალის ტბიდან]], ერთვის მდინარე [[ენისეი]]ს მარჯვნიდან. მიედინება [[ჩრდილოეთი]]საკენ, შემდეგ [[დასავლეთი]]ს მიმართულებას ღებულობს. ზემო დინებაში ირკუტსკისა და ბრატსკის ჰიდროელექტროსადგურების აშენების შემდეგ ძირითადად [[წყალსაცავი|წყალსაცავად]] არის გადაქცეული. 56 კმ სიგრძეზე ქმნის ირკუტსკის წყალსაცავის ზედა ბიეფს, ხოლო დაახლოებით 524 კმ-ზე ბრატსკის წყალსაცავის მთავარ ნაწილს.
 
წყალსაცავებს შორის არსებულ მონაკვეთზე ხეობა ასიმეტრიული აღნაგობისაა, სადაც მარცხენა ფერდობი მაღალი და ციცაბოა, ხოლო მარჯვენა — დამრეცი. 1,5-2 კმ სიგანის [[კალაპოტი]] დაყოფილია კუნძულებად. შუა და ქვემო დინებაში ანგარა კვეთს შუა ციმბირის ზეგნის ინტრუზიულ ტრაპებსა და ენისეის ჭიუხს, რის გამოც ხეობა ზოგან [[ჭორომი]]ანია. ანგარის წყლის რეჟიმს ძირითადად [[ბაიკალის ტბა]] და წყალსაცავები არეგულირებენ. ბაიკალის ტბის გარდა ანგარას ასაზრდოებს [[ატმოსფერული ნალექები]] ([[წვიმა|წვიმის წყალი]], [[თოვლი]]). საშუალო წლიური ხარჯი ირკუტსკის ჰესთან 1700 მ³/წმ, ბრატსკის ჰესთან 2900 მ³/წმ, ხოლო შესართავთან 4500 მ³/წმ.
 
ანგარის ზემო დინებაში ყინულის საფარი [[იანვარი|იანვრის]] შუა რიცხვებში ჩნდება, ხოლო ყინულსვლა [[მაისი]]ს პირველ რიცხვებში იწყება. წყალშიგა ყინულები და თოში თოშხერგილებს აჩენს, რის გამოც წყლის დონე მდინარეში მერყეობს. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა — [[ილიმი]], [[ჩადობეცი]], [[ირკინეევა]]; მარცხენა — [[ირკუტი]], [[კიტოი]], [[ოკა]], [[ია (მდინარე)|ია]], [[ტასეევა]] და [[დიდი ბელაია]]. ქალაქ ირკუტსკიდან ბაიკალის ტბამდე და ბრატსკის ჰესამდე ნაოსნობა რეგულარულია. ანგარა მდიდარია თევზით. მოიპოვება [[თართი]], [[ცქვრინი]], [[კაპოეტი]] და სხვ. მთავარი ნავსადგურებია: [[ირკუტსკი]], [[ანგარსკი]], [[ბალაგანსკი]], [[ბრატსკი]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://slovari.yandex.ru/~книги/БСЭ/Ангара/ ანგარა – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/4585/Ангара ანგარა – ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი] {{ru}}
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_geo/495/Ангара ანგარა – ცნობები] {{ru}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/24432/Angara-River ანგარა – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგარა“-დან