ანგარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მდინარე | სახელი = ანგარა | ფოტო = Angara River in Boguchansky District.jpg | ფოტოს_ზომა = | ...
 
No edit summary
ხაზი 16:
წყალსაცავებს შორის არსებულ მონაკვეთზე ხეობა ასიმეტრიული აღნაგობისაა, სადაც მარცხენა ფერდობი მაღალი და ციცაბოა, ხოლო მარჯვენა — დამრეცი. 1,5-2 კმ სიგანის [[კალაპოტი]] დაყოფილია კუნძულებად. შუა და ქვემო დინებაში ანგარა კვეთს შუა ციმბირის ზეგნის ინტრუზიულ ტრაპებსა და ენისეის ჭიუხს, რის გამოც ხეობა ზოგან [[ჭორომი]]ანია. ანგარის წყლის რეჟიმს ძირითადად [[ბაიკალის ტბა]] და წყალსაცავები არეგულირებენ. ბაიკალის ტბის გარდა ანგარას ასაზრდოებს [[ატმოსფერული ნალექები]] ([[წვიმა|წვიმის წყალი]], [[თოვლი]]). საშუალო წლიური ხარჯი ირკუტსკის ჰესთან 1700 მ³/წმ, ბრატსკის ჰესთან 2900 მ³/წმ, ხოლო შესართავთან 4500 მ³/წმ.
 
ანგარის ზემო დინებაში ყინულის საფარი იანვრის შუა რიცხვებში ჩნდება, ხოლო ყინულსვლა მაისის პირველ რიცხვებში იწყება. წყალშიგა ყინულები და თოში თოშხერგილებს აჩენს, რის გამოც წყლის დონე მდინარეში მერყეობს. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა — ილიმი, ჩადობეცი, ირკინეევა; მარცხენა — ირკუტი, კიტოი, ოკა, ია, ტასეევა და ბელაია. ქალაქ ირკუტსკიდან ბაიკალის ტბამდე და ბრატსკის ჰესამდე ნაოსნობა რეგულარულია. ანგარა მდიდარია თევზით. მოიპოვება [[თართი]], [[ცქვრინი]], [[კაპოეტი]] და სხვ. მთავარი ნავსადგურებია: [[ირკუტსკი]], [[ანგარსკი]], [[ბალაგანსკი]], [[ბრატსკი]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგარა“-დან