ატლანტის ოკეანე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: mdf:Атлантикань оцюведь |
No edit summary |
||
ხაზი 1:
{{ხუთი ოკეანე}}
[[ფაილი:Atlantic Ocean.png|right|300px|ატლანტის ოკეანე]]
'''ატლანტის ოკეანე''' [[დედამიწა|დედამიწის]] სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნული მითოლოგიიდან]] არის და
ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]] უკავშირდება [[არქტიკის ოკეანე|არქტიკის ოკეანით]] ჩრდილოეთში და [[დრეიკის სრუტე|დრეიკის სრუტით]] სამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია [[პანამის არხი]]თ. აღმოსავლეთით ატლანტიკისა და [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზები [[გრენლანდია]]სა და ჩრდილოდასავლეთ [[ისლანდია]]ს შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და [[შპიცბერგენი]]ს უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ [[ნორვეგია]]ს შორის.
|