სილამაზე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Pierre-Auguste Renoir - Torse, effet de soleil.jpg|მინი|260პქ|ადამიანის სილამაზე.]]
'''სილამაზე''' — [[ესთეტიკა|ესთეტიკური]] კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, [[ობიექტი]]ს ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. დამკვირვებელი ობიექტის მიმართ განიცდის ესთეტიკურ ტკბობას. სილამაზე წარმოადგენს [[კულტურა|კულტურის]] უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა. ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება, ხშირ შემთხვევაში [[ეკლექტიკა|ეკლექტიკური]].
 
[[ანტიკური ხანა|ანტიკურ პერიოდში]] ცნება სილამაზე წარმოადგენდა [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და [[ონტოლოგია|ონტოლოგიური]] სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან.
[[სოკრატე]]ს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, [[აღქმა]]. სოკრატესთვის სილამაზე იყო [[სამყარო]]ს მნიშვნელოვანი კატეგორია. [[პლატონი]]ს მიხედვით [[ადამიანი]] დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას.<ref>Phaedrus</ref> [[არისტოტელე]]მ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
[[ფაილი:Azurite-velvet-beauty.jpg|მინი|250პქ|მარცხნივ|ბუნების სილამაზე.]]
[[რომანტიზმი|რომანტიზმის პერიოდში]] [[ედმუნდ ბერკი|ედმუნდ ბერკმა]] მიუთითა განსხვავებისაკენ სილამაზესა და მის კლასიკურ მნიშვნელობასთან, განდიდებასთან.
სილამაზის [[პოსტმოდერნიზმი]]ს უარყოფის შემდეგ, როჯერ სკრუტონი<ref>Beauty: A Very Short Introduction (Very Short Introductions)</ref> და ფრედერიკ ტერნერი<ref>Beauty: The Value of Values</ref><ref>The Culture of Hope</ref><ref>Rebirth of Value: Meditations on Beauty, Ecology, Religion, and Education</ref> დაუბრუნდნენ სილამაზეს როგორც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ამერიკელმა ფილოსოფოსმა გაი სირსელომ შემოგვთავაზა სილამაზის ახალი თეორია როგორც დადასტურება სილამაზის სტატუსისა და მნიშვნელობისა [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] ადგილში.<ref>A New Theory of Beauty. Princeton Essays on the Arts, 1. Princeton, NJ: Princeton University Press, 1975.</ref><ref>Love and Beauty. Princeton, NJ: Princeton University Press, 1989.</ref> ელეინ სკარი აგრეთვე ამტკიცებს, რომ სილამაზე დაკავშირებულია სამართლიანობასთან.<ref>On Beauty and Being Just</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
* [[ესთეტიკა]]
* [[სილამაზის კონკურსი]]
 
== სქოლიო ==
 
{{სქოლიო}}