სილამაზე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2+) (ბოტის დამატება: cv:Илем)
[[ფაილი:Pierre-Auguste Renoir - Torse, effet de soleil.jpg|მინი|260პქ|ადამიანის სილამაზე]]
'''სილამაზე''' — [[ესთეტიკა|ესთეტიკური]] კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, [[ობიექტი]]ს ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. დამკვირვებელი ობიექტის მიმართ განიცდის ესთეტიკურ ტკბობას. სილამაზე წარმოადგენს [[კულტურა|კულტურის]] უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა. ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება, ხშირ შემთხვევაში [[ეკლექტიკა|ეკლექტიკური]].
 
[[ანტიკური ხანა|ანტიკურ პერიოდში]] ცნება სილამაზე წარმოადგენდა [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და [[ონტოლოგია|ონტოლოგიური]] სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან.
ფიზიკური სილამაზის გარდა საზოგადოებრივ კულტურაში ჩამოყალიბდა გაგება სულიერ სილამაზეზე. აღნიშნული კატეგორია მიესადაგება ყველა [[ადამიანი|ადამიანს]] სქესისა და ასაკის განურჩევლად და განსაზღვრავს სიბრძნესთან მიმართებას, პატიოსნებას, სტაბილურობას, ადამიანის წესიერებას. [[ბავშვი|ბავშვებისთვის]], მოზარდებისთვის და ზოგადად ახალგაზრდა ადამიანებისთვის აღნიშნულ გაგებაში ჩართულია აგრეთვე ისეთი დახასიათება როგორიც არის უმანკოება, უბიწოება და სხვ.
 
ზოგადად სიტყვახმარებაში სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია. მაგალითად, არსებობს სილამაზე, რომელიც მიმართულია [[ბუნება|ბუნების]] რომელიმე ობიექტის, [[ადამიანი]]ს (ხშირად ქალის) და სხვ. ობიექტების მიმართ.
 
სილამაზეს აქვს საპიროსპირო გაგება [[სიმახინჯე]] — [[ადამიანი]]ს საკუთრება ან საგანია, რომლის გამომეტყველება არასასიამოვნოა და შედეგად შეფასების თვალსაზრისით საწინააღმდეგოა.
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==