პინგვინისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: zh-yue:企鵝
ხაზი 19:
'''პინგვინისნაირნი''' (Sphenisciformes) [[ფრინველები|ფრინველთა]] რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს (Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან [[თევზები]]თ, თავფეხიანი [[მოლუსკები]]თა და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]].
== ლიტერატურა ==
{{ქსე|8|64|ჟორდანია რ}}
* ''ჟორდანია რ.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 64, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ფრინველები]]