ფრანც შუბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying bat-smg:Francos Šoberts to bat-smg:Francos Šūberts; cosmetic changes
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის ([[ვიოლინო]]) და უფროსი ძმის იგნაცისაგან ([[ფორტეპიანო]]). 1808-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. აქ მას 1816-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა [[სალიერი, ანტონიო|ა.სალიერი]]. 1818 -გგგგგგგგგგგგგგ 1824 შუბერტი მოღვაწეობდა [[უნგრეთი|უნგრეთში]]. პირველად მისი ნაწარმოები [[1821]] გამოიცა. მალე კი შუბერტის სიმღერები ფართოდ გავრცელდა. 1823 წელს შუბერტი აირჩიეს შტირიისა და ლინცის მუსიკალური კავშირთა საპატიო წევრად. 1828 ვენაში წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის შემოდგომაზე შუბერტი მუცლის ტიფით გახდა ავად და გარდაიცვალა.
 
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[გოეთე, იოჰან ვოლფგანგ|გოეთეს]] (70-მდე სიმღერა, მ. შ. "ტყის მეფე" და "გრეთხენი ჯარასთან"), [[შილერი, ფრიდრიხ|შილერის]] (40-ზე მეტი, მ. შ. "ქალიშვილის ჩივილი"), [[ჰაინე, ჰაინრიხ|ჰაინეს]] (6, მ. შ. "ორეული"), [[მიულერი, ფრიდრიხ|მიულერის]] (განთქმული ვოკალური ციკლები "მშვენიერი მეწისქვილე ქალი", 1822 და "ზამთრის გზა", 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.
ხაზი 12:
[[ფაილი:Nussdorferstrasse.jpg|მინი|მარჯვნივ|სახლი, სადაც დაიბადა შუბერტი]]
 
მაღალი მხატვრული ღირებულებისაა შუბერტის კამერულ-საკრავიერი შემოქმედება, გამოირჩევა სიმებიანი კვინტეტი (1828) და 3 უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824-26). შუბერტის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი დარგია საფორტეპიანო მუსიკა (22 საფორტეპიანო სონატა, ფანტაზია "მოხეტიალე", რომელიც ამზადებს [[ლისტი, ფერენც|ფ.ლისტის]] სიმფონიური პოემების სტრუქტურას; 11 "ექსპრომტი", 1827-28; "მუსიკალური მომენტი", 1823-28; ვალსები; ლენდლერები ― რომანტიკული საფორტეპიანო მინიატურები, რომლებიც ამზადებენ [[ფრედერიკ შოპენი|შოპენისა]] და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს; საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მ. შ. ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. "როზამუნდი"), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალური კვარტეტები, გუნდები, კანტატის და ორატორიის ტიპის ნაწარმოებები.გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანც_შუბერტი“-დან