ფსიქიატრია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
==ისტორია==
ფსიქიკური დაავადებანი ცნობილი იყო უძველესი დროიდან. [[ჰიპოკრატე]]ს აღწერილი აქვს [[მანია]], [[მელანქოლია]], [[ეპილეფსია]], [[პარანოია]]. ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ ცნობებს ვხვდებით აგრეთვე ძველ ქართულ სამედიცინო ტრაქტატებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“, [[XI საუკუნე]]; ხოჯა ყოფილის „წიგნი სააქიმიო“, [[XIII საუკუნე]]; ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი“, [[XV საუკუნე]] და სხვ.). შუა საუკუნეების [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] ფსიქიატრიულიფსიქიკურ ავადმყოფობისდაავადებათა ბუნებაზე გაბატონებული იყო მისტიკური შეხედულებები. აღმოსავლეთის ზოგიერთი ექიმი ეძებდა მათი წარმოქმნის ბუნებრივ მიზეზებსმიზეზს.
 
ფსიქიატრია მედიცინის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დამდეგს, რაც დაკავშირებული იყო [[ვინჩენცო კიარუჯი]]ს ([[იტალია]]) [[ფილიპ პინელი]]ს ([[საფრანგეთი]]), [[ჯონ კონოლი]]ს ([[ინგლისი]]), [[ვილჰელმ გრიზინგერი]]ს ([[გერმანია]]), [[ვასილი საბლერი]]სა და [[პავლე მალინოვსკი]]ს ([[რუსეთი]]) მოღვაწეობასთან. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში ფსიქიატრიამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. ამ პერიოდის გამოჩენილ ფსიქიატრთა შორის აღსანიშნავი არიან ი. ბალინსკი, ს. კორსაკოვი, ვ. ბეხტერევი, ე. კრეპელინი, კ. ვერნიკე, ე. კრეჩმერი, ჯ. ჯექსონი, ე. დიუპრე, ვ. მანიანი და სხვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფსიქიატრია“-დან