ნავთობი: განსხვავება გადახედვებს შორის

46.49.9.214-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Synthebot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(46.49.9.214-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Synthebot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{წყარო}}
[[ფაილი:Los-angeles-oil-rigs.jpg|thumb|250px|ნავთობის ჭაბურღილები ლოს–ანჯელესში (1896)]]
'''ნავთობი''' — აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის ნახშირწყალბადებისა და სხვა [[ორგანული ნივთიერებები|ორგანული ნივთიერებებისაგან]]. ის ძირითადად არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიური სუნი. გავრცელებულია [[დედამიწა|დედამიწის]] დანალექ ფენაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს [[სასარგებლო წიაღისეული|სასარგებლო წიაღისეულს]]. იგი მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ ფსკერზე.საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) ხორცილედება. ახლახან გამოქვეყნებული წიგნის ავტორები ამტკიცებენ, რომ ნავთობით მდიდარ ქვეყნებში ავტორიტარული პოლიტიკური წყობის ჩამოყალიბება ენერგომატარებლების სიუხვესთან არანაირ კავშირში არ არის ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყნები, რომლებსაც ნახშირწყალბადის რესურსები უხვად აქვთ, უნებლიეთ ენერგომატარებლების ექსპორტზე დამოკიდებული ხდებიან. ამ მოსაზრების თანახმად ნავთობი მმართველ პოლიტიკურ წრეებში კორუფციასა და ავტორიტარული ტენდენციების განვითარებას „ასაზრდოებს.“ ამის მაგალითად გამოდგება სპარსეთის ყურის, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის მთელი რიგი სახელმწიფოები. ხოლო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის ამ კატეგორიაში რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი შედიან. ნავთობით მდიდარი შეერთებული შტატები, კანადა და ნორვეგიაკი გამონაკლისები არიან.
 
ამგვარ დამოკიდებულებას ეჭვ ქვეშ აყენებს ბრაუნის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი პოლინ ჯონს ლუონგი და მისი კოლეგა დიუკის უნივერსიტეტიდან ერიკა ვაინტალი. მათი თანაავტორობით ახალხან გამოქვეყნდა წიგნი სათაურით „ნავთობი არ არის წყევლა: საკუთრებისა და უწყებების სტრუქტურა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.“ წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნავთობით მდიდარი ქვეყნები საკუთარი რესურსების მართვის ეფექტურ საშუალებებს ირჩევენ. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ ამ ქვეყნებში ავტორიტარული პოლიტიკური წყობა ყალიბდება, ეს ენერგომატარებლების სიუხვესთან არანაირ კავშირში არ არის.
 
„ხდებიან თუ არა ნავთობით მდიდარი ქვეყნები უფრო ავტორიტარული და ნიშნავს თუ არა უხვი ენერგომატარებლების ქონა სახელმწიფო სტრუქტურების ნაკლებად ეფექტურ ფუნქციონირებას? ჩემი აზრით, არა,“ აღნიშნა პოლინ ჯონს ლუონგმა ვაშინგტონში მდებარე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს. ამ არგუმენტის დასამტკიცებლად მან მოიყვანა განვითარების ევროპული ბანკის სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ცხოვრების დონით უსწრებენ. წიგნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს ხსენებული სახელმწიფოების მთავრობების დამსახურებაა რადგან ისინი წიაღისეულ რესურსებს ეფექტურად იყენებენ.
 
ჯონს ლუონგის აზრით, როცა ლაპარაკია ნავთობით მდიდარ სახელმწიფოებზე ბევრი რამ დამოკიდებულია ამ ქვეყნების შიგნით არსებულ გამოწვევებზე და აგრეთვე იმაზე ცდილობენ თუ არა ისინი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ენერგტიკულ სექტორში. რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის შემთხვევაში, მთავრობებმა საკმაოდ ეფექტური ფინანსური უწყებები შექმნეს, აღნიშნავს იგი.
 
ენერგომატარებლების ექსპორტისგან შემოსული მოგება რუსეთმა სარეზერვო ფონდში დააბანდა, რის გამოც მოსკოვი 2008 წლის ფინანსური კრიზისისთვის მზად იყო, მიაჩნია ჯონს ლუონგს. ამას გარდა, წიგნის ავტორი თვლის, რომ 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთის საგადასახადო სისტემაში ბევრი ეფექტური რეფორმა ჩატარდა.
 
თავის მხრივ პოსტ-საბჭოთა პერიოდის მანძილზე ყაზახეთმაც და აზერბაიჯანმაც უცხოური კაპიტალის მოზიდვა შესძლეს და ეფექტური ფინანსური უწყებები შექმნეს. ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებული მოგების გამო ამ ქვეყნებმა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები გააუმჯობესეს. აზერბაიჯანი კარგ მაგალითს წარმოადგენს იმისა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვამ ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალეობაზე დადებითი გავლენა მოახდინა.
 
უზბეკეთსა და თურქმენეთში მდგომარეობა უფრო რთულია, აღნიშნავენ წიგნის ავტორები. ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა ენერგეტიკულ სექტორზე სრული კონტროლი დააწესეს და ფინანსური მართვის არანაირი ახალი უწყება არ შექმნეს. იმავდროულად სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, უზბეკეთსა და თურქმენეთში ყველაზე ავტორიტარული პოლიტიკური წყობა ჩამოყალიბდა. ეს ორი შუა აზიური სახელმწიფო ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ნავთობი ავტორიტარული სისტემის შექმნის საწინდარს წარმოადგენს, თუმცა ამ ქვეყნების შედარება რუსეთთან, ყაზახეთსა და აზერბაიჯანათან მიზანშეწონილი როდია, აღნიშნავს პოლინ ჯონს ლუონგი.
 
მისი თქმით:
 
„თურქმენეთში მმართველი რეჟიმი მოსახლეობას გადასახადებს არ ახდევინებს და იმავდროულად მოქალაქეებს სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფს. თუმცა სინამდვილეში ქვეყნის მთავრობა ბუნებრივ რესურსებს სრულად აკონტროლებს.“
 
წიგნის მთავარ თეზისებს არ ეთანხმება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი ედვარდ ჩოუ. მისი აზრით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ნავთობით მდიდარ ქვეყნებში რეფორმები სპონტანურად ჩაატარეს მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე.
 
„მე ნამდვილად არა მგონია, რომ ილჰამ ალიევი ქვეყნის ფინანსური უწყებების მომავალზე ფიქრობდა,“ აღნიშნა ექსპერტმა. ედვარდ ჩოუ არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა ეკონომიკური განვითარებისკენ აღებული გეზი აირჩიონ, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამგვარი სცენარი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს არ შეესაბამება.
 
{{ესკიზი}}
131 390

რედაქტირება