ბირთვული იარაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
37.75.134.94-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვ...
ხაზი 7:
# ატომის ბირთვების სინთეზი
ამ კლასს თერმობირთვული რეაქცია ქვია და მასში გამოიყენება მსუბუქი ელემენტის ბირთვების სინთეზის ეფექტი, რის შემდეგაც წარმოიქმნება ერთი შედარებით მძიმე ელემენტის ბირთვი. მსუბუქ ელემენტად გამოიყენება წყალბადის ბირთვი. ეს კლასიც ეყრდნობა მასის დეფიციტის პრინციპს. ამ რეაქციაში გამოიყენება [[წყალბადი|წყალბადის]] იზოტოპები, [[დეიტერიუმი]] - "მძიმე წყალი" ან [[ტრიტიუმი]] - "ზემძიმე წყალი". წყალბადის ბირთვი ძირითადად წარმოადგენს ერთ ცალ პროტონს. მისი იზოტოპი დეიტერიუმი არის ერთი პროტონის და ერთი ნეიტრონის ბმა. წყალბადის იზოტოპი ტრიტიუმი არის ერთი ცალი პროტონის და ორი ნეიტრონის ბმა. ეს იზოტოპები იშვიათად გვხვდება ბუნებაში და მათი გარკვეული რაოდენობის მიღება ურთულესი ტექნოლოგიური საკითხია. რეაქციის არსი მდგომარეობს შემდეგში: წყალბადის ბირთვებს ენიჭება იმდენად დიდი ენერგია, რომ ურთიერთ შეჯახებისას ისინი გადალახავენ [[ბირთვული ველი|ბირთვული ველის]] წინააღმდეგობას და ჩაჭერილი ხდებიან მის მიერ, ხდება ბირთვების სინთეზი, მიიღება [[ჰელიუმი|ჰელიუმის]] ბირთვი. ამ რეაქციის დროს გამოთავისუფლდება ნეიტრონი. ამ რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია რამდენიმე თანრიგით აღემატება ბირთვების გახლეჩის რეაქციის ენერგიას. ამ რეაქციისათვის საჭირო ენერგიის მისაღებად მუშა ელემენტს (წყალბადს) ათავსებენ ბირთვული აფეთქების ეპიცენტრში.
 
== ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია ==
[[ფაილი:Fat man.jpg|მინი|[[მსუქანი კაცი (ბომბი)|მსუქანი კაცი]] [[ნაგასაკი]]ზე ჩამოგდებული ბომბი]]
ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ალბერტ აინშტაინი|ალბერტ აინშტაინის]] მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. [[ერნესტ რეზერფორდი|ერნესტ რეზერფორდის]] ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, [[ოტო ჰანი|ოტო ჰანის]] მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.
 
===== „პროექტი ურანი“ =====
1939 წლის აპრილში ორმა გერმანელმა ფიზიკოსმა, პაულ ჰარტეკმა და ვილჰელმ გროტმა წერილი მისწერეს იმპერიის სამხედრო უწყებას. ამ წერლიში ისინი აცხადებდნენ, რომ ატომურ ფიზიკაში უკანასკნელმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ისეთი იარაღის შექმნა, როლის ძალაც ყოველგვარ წარმოდგენას აღემატებაო. 1939 წლის 26 სექტემბერს სამხედრო უწყების პროტექტორატის ქვეშ შეიქმნა ფიზიკოსებით დაკომპლექტებული ე.წ. "ურანის საზოგადოება". 1941 წლის სექტემბერში კი გერმანიამ დაიწყო "პროექტი ურანი". პროექტს ხელმძღვანელობდა გენიალური გერმანელი ფიზიკოსი, [[კვანტური მექანიკის|კვანტური მექანიკა]] ფუძემდებელი - ვერნერ ჰაიზენბერგი. დასაწყისში პროექტი ძალიან წარმატებულად მიდიოდა წინ, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალევე შეიტყო მოკავშირეთა (მხოლოდ ბრიტანეთი და აშშ) დაზვერვამ. ამის შემდეგ ისინი მუდმივად და ენერგიულად უშლიდნენ ხელს პროექტის მიმდინარეობას. ათასობით ბომბდამშენის, დივერსიული ჯგუფების, ადგილობრივი იატაკქვეშეთის, პარტიზანების საშუალებით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველა ქარხანა, შენობა-ნაგებობა, რომელიც ოდნავ მაინც აღძრავდა ეჭვს, რომ ის "პროექტი ურანი"-სთვის შეიძლება ყოფილიყო გამოსადეგი. გარდა ამისა, აშშ ახორციელებდა ოპერაცია "ალსოს"-ს, რომელიც ითვალისწინებდა სპეცსამსახურების მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებას გერმანული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. საბოლოოდ "პროექტი ურანი" ჩავარდა. მისი წარუმატებლობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ეს სამუშაოები მოითხოვდა პროექტზე უდიდესი სამრეწველო კომპექსის მუშაობას. გერმანიის სამრეწველო კომპლექსი თითქმის მთლიანად გაანადგურა მოკავშირეთა ავიაციამ. 2. 1944 წლის გაზაფხულზე ჰაიზენბერგი მივიდა მომენტამდე, როცა კვლევები (იგულისხმება რეაქტორების, სპეციალური ქარხნების მშენებლობა და ა.შ.) უნდა გაგრძელებულიყო ორი თანაბარუფლებიანი, ნელი ნეიტრონების და სწრაფი ნეიტრონების მიმართულებით. თითქმის ყველა მიმართულებით არსებულ ათასობით კილომეტრიან ფრონტებს, სადაც ყოველ უბანზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანიის სამრეწველო რესურსები მოთხოვნების მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებდა. ამის გამო ადოლფ ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება პროექტი გაგრძელებულიყო მხოლოდ ერთი მიმართულებით და ეს მიმართულება ჰაიზენბერგს უნდა აერჩია. მან ალალ ბედზე გააკეთა არჩევანი და ნელი ნეიტრონების მიმართულება აირჩია. ეს მიმართულება მცდარი აღმოჩნდა. 3. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობისათვის აუცილებელი იყო ე.წ. "მძიმე წყალი". მას აწარმოებდა ოკუპირებულ ნორვეგიაში, ქალაქ რიუკანთან მდებარე ჰიდროელექტრო სადგური და მასზე მიდგმული ქარხანა. იქ დაგროვილი "მძიმე წყალის" მარაგი, გერმანიაში ტრანსპორტირებისას, სონგდიოლის ტბაში ჩაძირა ნორვეგიელ პარტიზანთა ჯგუფმა ბრიტანული დაზვერვის მითითებით. შემდეგ ბრიტანეთის დაზვერვამ ჩაატარა მეორე მსოფლიო ომის შედევრად ცნობილი კომანდოსების ოპერაცია და აფეთქებული იქნა ქარხანა. მისი აღდგენის შემდეგ იგი 140 ბომბდამშენმა დაბომბა და მიწასთან გაასწორა. "პროექტი ურანი" დაიხურა.
 
== ბირთვული იარაღის გამოყენების პრობლემები ==