საგალობელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ინტერვიკები, კატ.
+ ბმული
ხაზი 1:
'''საგალობელი''', [[რელიგია|რელიგიასთან]] დაკავშირებული, ხმით შესასრულებელი საკულტო-სარიტუალო მუსიკალური ნაწარმოები. არსებობს ხალხური და პროფესიული სასულიერო და საერო, წარმართობის დროინდელი და შემდგომი ხანის სხვადასხვა სარწმუნოებასთან დაკავშირებული საგალობელი. სასულიერო საგალობელი სრულდება საკულტო ტაძრებში, [[ეკლესია|ეკლესიებში]], [[სინაგოგა|სინაგოგებში]], [[მეჩეთი|მეჩეთებში]], საკერპეებში. ეკლესიაში ასრულებენ წირვა-ლოცვის, ბავშვის ნათლობის, ქორწინების, პარაკლისის, პანაშვიდის, გასვენების დროს. ქართული საგალობლები სამხმიანია, თუმცა XVIII-XIX საუკუნეებში ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, ცნობილია მხოლოდ ცალკეული ხმების სახელები - კრინი, ზილი, თქმა, მაღალი ბანი, ბანი, [[დვრინი]]. ძველად საერო საგალობელი სრულდებოდა სუფრაზე.
 
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საგალობელი გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების პოეტური ტექსტებია. ძველი ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია [[მიქაელ მოდრეკილი|მიქაელ მოდრეკილის]] "იადგარში" (978-988).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საგალობელი“-დან