ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
=== 1992-1996: შაკილ ონილის ერა ===
[[File:Shaquille O'Neal Buckley Air Base.jpg|thumb|250px|right|შაკილ ონილი თამაშობდა მეჯიკში 1992-1996 წლებში.]]
მეჯიკის ისტორია 1992 წლის 17 მაისს შეცვალა, როდესაც გუნდმა შეძლო [[NBA დრაფტი|NBA დრაფტზე]] პირველ ნომრად არჩევა 1992 წელს. მეჯიკმა აირჩია დიდი-კაცი - [[შაკილ ონილი]] რაც ყველაზე დიდი პრიზი იყო მას შემდეგ რაც [[ნიუ-იორკ ნიქსი|ნიქსმა]] [[პატრიკ იუვინგიიუინგი]] აირჩია. ონილი რომელიც სიმაღლეში თითქის 216 სმ იყო, უმალვე მოახდინა მეჯიკის ლიდერობის თავის თავზე აღება და გუნდს დაეხმარა 41-41 დაესრულებინა რეგულარული სეზონი. მეჯიკი კიდევ ერთხელ გახდა [[NBA]]-ს ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი. ონილი კი გახდა პირველი ახალბედა, რომელიც იყო [[NBA All Star]]-ზე დამწყები მოთამაშე [[მაიკლ ჯორდანი]]ს შემდეგ 1985 წელს. ონილი ასევე გახდა 1992-93 წლების [[NBA]] წლის ახალბედა. შაკის ბრწყინვალე გამოჩენის მიუხედავად, მეჯიკი მაინც ვერ გავიდა პლეი-ოფში, რადგან ამ შედეგით გაუთანაბრდა [[ინდიანა პეისერსი|ინდიანა პეისერსს]], რომელსაც უკანასკნელი მე-8 ადგილი ეკავა.
 
მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა [[გოლდენ სტეიტ უორიორსი]]ში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა [[NBA]]-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]] დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა [[ინდიანა პეისერსი|ინდიანა პეისერთან]] 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლანდო_მეჯიკი“-დან