ჩან კაიში: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის დამატება: cy:Chiang Kai-shek; cosmetic changes
(r2.7.2+) (ბოტის დამატება: kk:Чан Кайши)
(r2.7.3) (ბოტის დამატება: cy:Chiang Kai-shek; cosmetic changes)
ჩან კაი-ში გაიზარდა ეპოქაში, როდესაც ქვეყანა გამაჩანაგებელ თავდასხმებს განიცდიდა და მარცხისგან დაუძლურებულ ქვეყანაში სამხედრო პროფესია არაპრესტიჟულად ითვლებოდა. [[1905]] წლს ჩანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სამხედრო პროფესიის მიღება სურს. მას ღრმად სწამდა ჩინელი ხალხის მომავლის და აღშფოთებული იყო [[ცინის დინასტია|ცინის დინასტიის]] უსუსურობითა და უმოქმედობით. სამაგიეროდ ის აღფრთოვანებული იყო [[იაპონია|იაპონიით]], რომელმაც მანამდე უძლეველი [[რუსეთის იმპერია]] დაამარცხა 1905 წელს. იაპონელებმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ეომო და დაამარცხო ევროპული სახელმწიფოები, რამაც დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის ქვეყნების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაზე.
 
[[1906]] წელს,ნაწნავის დემონსტრაციულად მოჭრის შემდეგ (ნაწნავი ხელისუფლებისადმი მორჩილებას ნიშნავდა), ჩანი პირველად ჩადის [[იაპონია|იაპონიაში]]ში, რათა იაპონურ სამხედრო სასწავლებელში ესწავლა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ამისათვის ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა სამშობლოდან. ის ჩინეთში დაბრუნდა და ბაოდინის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც სწავლება იაპონური სისტემით მიმდინარეობდა. ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ოფიცერთა მომზადების მოკლევადიან კურსებზე ჩაეწერა. წლის ბოლოსათვის წარმატებით გაიარა [[იაპონური ენა|იაპონური ენის]] გამოცდა მათთვის, ვისაც იაპონიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება. [[1908]]-[[1909]] წლებში ის იაპონიის ქვეითთა სასწავლებელში სწავლობს. ამავდროულად გაწევრიანდა [[ჩინეთი]]ს რევოლუციურ ორგანიზაცია ”ტუნმენსოიში”, რომელიც იაპონიაში დაარსდა [[სუნ იატსენი]]ს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ კურსანტებს აკრძალული ქონდათ პოლიტიკური საქმიანობა, ჩან კაი ში გაერთიანების წევრი ხდება და ერთგულების ფიცს დებს.
 
== სინჰაის რევოლუცია ==
 
1906-1911 წლებში ”ტუმენჰოის” ხელმძღვანელობით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ეწყობოდა ლოკალური ხასიათის ანტიმანჯურიული შეიარაღებული გამოსვლები. 1911 წლის ძლევამოსილმა [[უჩანის აჯანყება|უჩანის აჯანყებამ]] დასაბამი მისცა ”[[სინჰაის რევოლუცია|სინჰაის რევოლუციას]]ს”. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს ქ. უჩანში, ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით ”სინჰაის” წელს. რევოლუცია, რომლის მამოძრავებელი ძალები იყო ეროვნული ბურჟუაზია, გლეხობა, მუშები, ლიბერალი მემამულეები, სწრაფად გავრცელდა ჩინეთის უმეტეს რაიონებში. ნოემბრის ბოლოსათვის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციები და მნიშვნელოვანი ქალაქები რევოლუციას მიემხრნენ და [[მანჯურიის დინასტია|მანჯურიის დინასტიის]] ხელისუფლება ვეღარ ფლობდა მართვის სადავეებს. აჯანყებულ რაიონებს სათავეში ჩაუდგნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლობები. ”სინჰაის რევოლუციამ” ფაქტიურად დაამხო მანჯურთა დინასტა და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. [[ფაილი:Long and Chiang.jpg|left|thumb|250px|ლონგ იანი და ჩან კაი–ში]]
 
1911 წლის 29 დეკემბრის აჯანყებული პროვინციების კრებამ [[ნანკინი|ნანკინში]] რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად სუნ იატსენი აირჩია, ნანკინში შეკრებილი 17 პროვინციიდან 16-მა დელეგაციამ ხმა მისცა სუნ იატსენს. 1912 წლის 1 იანვარს შედგა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს დღე ითვლება ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების დღედ. იწყება დაუცხრომელი მუშაობა რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობისათვის, სუნის მონაწილეობით შემუშავდა პირველი კონსტიტუცია, 1912 წლის 12 თებერვალს იმპერატორი გადადგა ტახტიდან, მალე “ტუმენჰოი” ღებულობს ახალ პროგრამას – გათვალისწინებულია საყოველთაო განათლება, ქალებისა და მამააცების პოლიტიკურ უფლებათა გათანაბრება და სხვა.
გამონაკლისი იყო სამხრეთი-პროვინცია [[გუანდუნი]], სადაც წარმოიქმნა ახალი რევოლუციური კერა, ხელისუფლების ორგანოებით. გუანდუნის დედაქალაქში – გუანჯოუში (კანტონში) სუნ იატსენის მთავრობა და გომინდანი მოქმედებდა. აქ 1917 წელს, პროვინციის დროებითმა ანსამბლეამ სუნი აირჩია სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელად, 1921 წლიდან პრეზიდენტის უფლებამოსილებით. სუნ იატსენი და გომინდანი ესწრაფვიან ჩინეთის გაერთიანებას, ფეოდალური შუღლისა და შინააშლილობების მოსპობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამკვიდრებას.
 
გომინდანის და ეროვნულ -განმანთავისუფლებელი რევოლუციური ბაზის განმტკიცებამ გამოიწვია რეაქციული ძალების ახალი შეტევა, რომელთაც სუნ იატსენის მთავრობის დამხობა განიზრახეს. [[ინგლისი|ინგლისელი]] კოლონიზატორების მიერ მოსყიდულმა სუნის უახლოესმა გენერალმა ჩენ ძიუნ-მინმა უღალატა მას და 1922 წლის 16 ივნისს ამბოხი დაიწყო. ერთგული სამხედროების თავგანწირული მოქმედებით სუნ იატსენი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა გუანჯოუ და სამხედრო კრეისერით მდინარე ვამპუსათვის შეეფარებინა თავი. მასთან ერთდ იმყოფებოდა ჩან კაი-ში, რომელიც ადრე აფრთხილებდა სუნ იატსენს, რომ ძიუნ-მინი სანდო არ იყო. შეტაკებები დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა, 6 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ სუნის ერთგული ჯარები დამარცხდნენ. სუნ იატსენი მხოლოდ ჩან კაი-შის იმედად დარჩა.სუნმა [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] კონცესიის ტერიტორიას შეაფარა თავი, ხოლო ჩან კაი-ში მიემგზავრება ფუძიანის პროვინციაში და ხელახლა აგროვებს ჯარებს გუანჯოუზე შესატევად. მიუხედავად დამარცხებისა, სუნ იატსენის ავტორიტეტი კვლავაც უზარმაზარი იყო, ჩანი ახერხებს სერიოზული ძალის ორგანიზებას და რევოლუციის ერთგული სხვა სამხედროების ენერგიული მოქმედებით 1923 წლის იანვარში განდევნეს ამბოხებულები. 1923 წლის 21 თებერვალს გამარჯვებული სუნ იატსენი კვლავ გუანჯოუში ბრუნდება. ჩან კაი-ში გომინდანის ჯარების შტაბის უფროსად ინიშნება.
 
1924 წლის ივნისში, ისევ ინგლისის აშკარა წაქეზებით, ახლა უკვე ვაჭრების კმაყოფაზე მყოფმა რაზმებმა მოაწყვეს ახალი ამბოხება, მაგრამ რევოლუციურმა ძალებმა, სუნ იატსენისა და ჩან კაი-შის ხელმძღვანელობით კვლავ ჩაახშეს ამბოხება.
9 ივლისს ჩან კაი-ში ხდება ნაციონალური რევოლუციური არმიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი და დაუყოვნებლივ იწყებს ”ჩრდილოეთის ლაშქრობას”. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მან მიაღწია სიტუაციის სტაბილიზაციას ჩრდილო -აღმოსავლეთ ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარისკაცთა რიცხვი მხოლოდ 100 000 იყო და დიდად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეთა საერთო რიცხოვნეობას(800 000) , მისმა კარგად გაწვრთნილმა ჯარმა შეძლო მიწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მსვლელობის დროს მოსკოვი რევოლუციურ ძალებს შეიარაღებით ამარაგებდა, ახმარდა ასევე ავიაციასაც. არმია ძლევამოსლად მიიწევდა ჩრდილოეთისაკენ და ხელისუფლებას ართმევდა დუძიუნებს. 1927 წლის მარტში გომინდანის რაზმები ტრიუმფით შევიდნენ შანხაისა და ნანკინში. ფაქტიურად მთელმა ჩინეთმა, [[მანჯურია|მანჯურიის]] გარდა, ცნო გომინდანის მთავრობა.
 
1927 წელსვე გამწვავდა ურთიერთობა რევოლუციური ძალების ორ განშტოებას – კომუნისტებსა და გომინდანს შორის. [[იანძი|იანძიზე]]ზე გადასვლის შემდეგ ფაქტურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა. უხანში კომუნისტები დაბანაკდნენ, ნანჩანში – გომინდანი, სადაც შეიქმნა ახალი ეროვნული მთავრობა. თუმცა ორხელისუფლებიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა – პოლიტიკური ინტრიგების შედეგად ჩანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ყველა თანამდებობა, გარდა ეროვნულ-რევოლუციური ჯარების მთავარსარდლობისა.
 
ჩან კაი-ში გამოწვევას ღებულობს და იწყებს ბრძოლას კომუნისტების წინააღმდეგ დევიზით – ”სახლში წესრიგის მოყვანის კამპანია”. ამასთან არ წყვეტს ურთიერთობებს მოსკოვთან, თუმცა მავე დროს დაიწყო მოკავშირეების ძებნა დასავლეთში.
1937 წლის ივლისში იაპონიამ გააძლიერა აგრესია და ჩინეთის დაპყრობა დაიწყო, რამაც ერთმანეთთან დროებით კვლავ დააკავშირა კომუნისტური და გომინდანის ძალები. 1937 წლის 7 ივლისს ჩან კაი ში დათანხმდა ერთიანი ანტიმპერიალისტური ეროვნული ფრონტის შექმნაზე გომინდანსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიას შორის შეთანხმების ბაზაზე, მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა, გომინდანსა და კომუნისტებს შორის არ იყო ნდობის ატმოსფერო, კარგად ჩანდა, რომ მათ შორის მომავალი ომი გარდაუვალი იქნებოდა.
 
1937-45 წლებში ჩინეთი ეწეოდა მძიმე თავდაცვით საომარ მოქმედებებს, იაპონიის აგრესია ნაწილობრივ შეჩერებულ იქნა, თუმცა იაპონელებმა მაინც მოახერხეს დაეკავებინათ ჩინეთის ვრცელი ტერიტორიები. 1937 წელს მთავრობა ნანკინიდან უხანში გადავიდა, 1938 წელს კი უხანიდან ჩუნცინში. ამ პერიოდში იწყება ამერიკის პოლიტიკის დათბობა ჩინეთის მიმართ. 1943 წელს ჩინელთა [[ამერიკა|ამერიკაში]]ში შესვლის აკრძალვა გაუქმდა. ჩინეთს ამერიკაში ძლიერი მეგობრები გაუჩნდნენ, დიდი იყო სურვილი უფრო ეფექტიანი მოქმედებებისა ანტიიაპონურ ომში, თუმცა იმდროინდელი მსოფლიო პოლიტიკური ვითარების გამო მოკავშირეთა დახმარება ჩინეთის ფრონტზე მეტად გართულებული იყო. 1944 წელს უკვე ჩუნცინის დაკავების საფრთხეც შეიქმნა და მთავრობა დედაქალაქის აღმოსავლეთში,მთიან, მიუვალ პროვინციაში გადატანას ვარაუდობდა. ჩანი მოუწოდებს ახალგაზრდობას წინააღმდეგობის გაწევისაკენ. 90 000 ახალგაზრდა შევიდა ახლად ჩამოყალიბებულ ახალგაზდრულ არმიაში, შეიქმნა 8 დივიზია, მაგრამ ომში ჩაბმა ვერ მოასწრეს – 1945 წელს ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს [[ჰიროსიმა|ჰიროსიმასა]]სა და [[ნაგასაკი|ნაგასაკში]], რასაც მანჯურიაში საბჭოთა ჯარების შეტევა დაემატა. იაპონიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. დასრულდა 8 წლიანი ომი. ჩინეთს დაუბრუნდა ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის კუნძული ტაივანი.
 
== სამოქალაქო ომი ==
 
იაპონისთან ომის დამთავრების შემდეგ, გაჩაღდა უმწვავესი ბრძოლა კომუნისტებსა და გომინდანს შორის იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაკავებლად. ერთდროულად ჩან კაი-შიმ და ჩკპ(ჩინეთის კომუნისტური პარტია)-ის ძალების სარდალმა გასცეს ბრძანება ტერიტორიების დაკავების შესახებ. უმთავრესი იყო მანჯურიის დაკავება, რომელსაც თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ბუნებრივი სიმდიდრით, დიდი სამხედრო და სამრეწველო პოტენციალით, გადამწყვეტი სატრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ახლა აქ საბჭოთა ჯარები იდგა და საბჭოთა ადმინისტრაცია მოქმედებდა, რომელმაც ხელისუფლეა ჩკპ-ს ჩააბარა. [[სტალინი|სტალინის]] მოსაზრება არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური, ის ვარაუდობდა, რომ თუ მანჯურია გომინდანის ხელში აღმოჩნდებოდა, მაშინ ადრე თუ გვიან აქ მოვიდოდა აშშ თავისი ღია კარის პოლიტიკით და უფრო სუსტი საბჭოთა ეკონომიკა ამ რეგიონიდან განიდევნებოდა. საშიში იყო ასევე აშშ-ს სახედრო ბაზების განლაგებაც. ამიტომაც საბჭოთა ადმინისტრაციამ არ დაუშვა პორტ-არტურისა და დალნიშის სამთავრობო ჯარები, ჩაუკეტა მათ რკინიგზა, არ შეაქმნევინა გომინდანს ადგილობრივი მისახლეობისგან პოლიციური და სამხედრო ნაწილები. მანჯურია შეუფერხებლად დაიკავეს ჩკპ-ს ნაწილებმა. ძიან ძინ-გოს დიპლომატიურმა მისიამ სტალინთან ვერაფერი გააწყო, მიუხდავად იმისა, რომ ჩან კაი ში სტალინს სთავაზობდა თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების საუკეთესო პირობებს.
 
1946 წლის 10 იანვარს გომინდანი და ჩკპ შეთანხმდნენ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, სამოქალაქო ომი ახალი ძალით გაჩაღდა. 1946 წლის ივნისში ჩანმა დაიწყო საერთო შეტევა კომუნისტების წინააღმდეგ, ამავე დროს 1946 წლის დეკემბერში ეროვნულმა კრებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებული იყო მთელი რიგი დემოკრატიული თავისუფლებანი.
[[კატეგორია:დაბადებული 1887]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1975]]
 
{{Link GA|zh}}
 
[[ca:Chiang Kai-shek]]
[[cs:Čankajšek]]
[[cy:Chiang Kai-shek]]
[[da:Chiang Kai-shek]]
[[de:Chiang Kai-shek]]
77 566

რედაქტირება