ეპიკურეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
ეპიკურე აგრძელებს დემოკრიტეს ატომისტიკას, მაგრამ ატომთა მექანიკას უმატებს თავისუფლების პრინციპს, მექანიკური აუცილებლობიდან შემთხვევით გადახრას უშვებს.
 
ეპიკურე თანამიმდევარი ატომისტია [[ფიზიკა]]შიც (ბუნების ახსნაში) და შემეცების თეორიაშიც. იგი შემეცნების სენსუალისტური (გრძობადი წარმოშისბის საფუძველზე) ახსნას იძლევა, მთელ შემეცნება შეგრძნებებიდან მოდის და ამა საფუძლველზე ყალიბდება ჭეშმარიტი ცოდა. შეგრძნებები არ ცდებიან, შეცდომა მსჯელობაში ხდება, რადგან შეგრძნებებში უშუალოდ მოცემულს ემატება სხვა რაღაც და ამ დამატების დროსაა შესაძლებელი შეცდომა. შეგრძნებებით შემოჭრილი ეიდოლები მაგრდება ჩვენს აზროვნებაში და როცა მისი კერძოობითი ნიშნები წაიშლება, რჩება აზრი ზოგადის შესახებ (ცნება).
 
ეპიკურე ზრუნავს [[ადამიანი]]სათვის, როგორც ინდივიდისათვის, მისი თავისუფალი ნებისათვის, მისი ბედნიერებისა და სიამოვნებისათვის, იგი [[ჰედონიზმი]]ს მამამთავარია და ეძებს ბედნიერებისა და სიამოვნების ობიექტურს, გონივრულსა და ეთიკურ საფუძვლებს. ბედნიერების მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ობიექტური აუცილებლობისაგან განთავისუფლება შემეცნების გზით. როცა ადამიანმა იცის წესრიგი, იგი მისი მონა აღარ არის. მეორე საშუალებაა გონიერება; ყოველი სიმაოვნება როდია ბედნიერების საფუძველი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც გონივრულად გამართლებულია. უმაღლესი ბედნიერება სიბრძნით მიიღწევა, რადგან ბრძენს შეუძლია [[სული]]ს სიმშვიდის, [[ატარაქსია|ატარაქსიის]] (აუღელვებლობის) მიღწევა. ბედნიერება სიამოვნებისადმი გამოდევნებაში კი არ არის, არამედ ტანჯვისაგან განთავისუფლებაში, უსიამოვნების არიდებაშია. ვისაც სურს სიამოვნება იგემოს, იგი სამართიანობის მაძიებებლიც უნდა იყოს, ამიტომ უსიამოვნებისა და უსამართლობის თავიდან აცილებისათვის ადამიანები თანხმდებიან და ასე იქმენა [[საზოგადოება]] და [[სახელმწიფო]]. ეს [[თეორია]] შემდეგ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორიის სახელით გახდა ცნობილი.
ხაზი 19:
 
თუმცა ეპიკურეს ღმერთების არსებობა არ უარყვია, მაგრამ მან ფაქტიურად დააკნინა ღმერთების ცნება, როცა ღმერთებს მიაწერა სამყაროთაშორისო სივრცეში არსებობა, ყოველგვარი გონიერებისა, ნებისა და ძალის გარეშე. ასეთი ღმერთების შიშისაგან განთავისუფლებულ ადამიანს [[ეპიკურე]] უწინასწარმეტყველებდა ბედნიერ ცხოვრებას, რადგან მას ცოდნის მიხედვით უნდა ერწმუნა „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი ვერ მოვა, როცა აღარ ვიქნებით, სიკვდილი მაშინ მოვა“.<ref name="ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში,რ.გორდეზიანიგვ.90">ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში,რ.გორდეზიანი,გ.თევზაძე,მ.ნემსაძე,მ.ჭელიძე,თბილისი,1993 წ. გვ.90</ref>
[[კარლ მაქსიმარქსი|მარქსმა]] სადოქტორო [[დისერტაცია]]ში „განსხვავება დემოკრიტეს [[ნატურფილოსოფია]]სა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ ეპიკურეს ანტიკურობის რადიკალური განმანათლებელი უწოდა.<ref name="კარლ მაქსი">[http://www.marxists.org/archive/marx/works/1841/dr-theses/index.htm მაქსის სადისერტაციო ნამუშევარი „განსხვავება დემოკრიტეს ნატურფილოსოფიასა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“]</ref>
 
ეპიკურეიზმი [[რომი|რომში]] განვითარდა [[ლუკრეციუს კარუსი]]ს მიერ. მისი მთავარი ფილოსოფიური ნაშრომი "საგანთა„საგანთა ბუნების შესახებ"შესახებ“ [[პოემა]]დაა დაწერილი. ეპიკურეიზმი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს წარმოადგენდა; [[ქრისტიანობა]]მ იგი ავხორცობასა და სხეულებრივი ტკბობის თეორიად გამოაცხადა და შეაჩვენა. ახალ დროში ეპიკურეიზმს დამცველი და განმანათლებელი გამოუჩნდა [[ფრანგი]] ფილოსოფოსის [[პიერ გასენდი|გასენდის]] სახით.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეპიკურეიზმი“-დან