ეპიკურეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
ეპიკურე თითქმის მთლიანად იზიარებს [[დემოკრიტე]]ს [[ატომისტიკა|ატომისტიკის]] საწყის პრინციპებს. არსებობენ [[ატომი|ატომები]] და სიცარიელე. ატომები მოძრაობენ სიცარიელეში, დემოკრიტეს მიერ გამოკვლეული ატომების თვისებები ეპიკურემ არსებითად მიიღო და ატომთა განმასხვავებელ თვისებებს თავის მხრივ დაუმატა სიმძიმის თვისება. ე. ი. ატომები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით წყობით, მდგომარეობით, სიდიდით და სიმძიმით.
 
ეპიკურემ გაითვალისწინა [[არისტოტელე]]ს შენიშვნა დემოკრიტეს მიმართ სიცარიელის თვისების შესახებ და ატომები წარმოადგინა, როგორც სიცარიელეში მოძრავი ერთი სიჩქარითა და ერთი მომართულებით . ვერტიკალური ხაზით მოძრავი ატომები სიცარიელეში ერთმანეთს შეხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სწორი ხაზიდან გადახრა ეპიკურეს სამყაროს წარმოშობის ახსნა არ შეუძლია. თუ [[ატომი]]ს გადახრის მომენტი არ დაუშვა, რადგან [[სამყარო]] ატომთა კანონზომიერი შეერთების წესია. მეორე მხრივ, რადგან ეპიკურეს "ფიზიკა" „ფიზიკა“ ემსახურება და გამომდინარეობს ეთიკიდან (პირველი ფილოსოფიიდან), ამიტომ თავისუფლების დაშვება ინდივიდის მოქმედების სახით, მოითხოვს ატომშივე დაიძებნოს ამისი საფუძველი, ე. ი. ატომს უნდა ახასიათებდეს თავისუფალ მოქმედების უნარი, აუცილებლობით მოქმედების პირობებში თავისთავადობის გამოვლენის, შემთხვევითი გადახრის თვისება.
 
ეპიკურე აგრძელებს დემოკრიტეს ატომისტიკას, მაგრამ ატომთა მექანიკას უმატებს თავისუფლების პრინციპს, მექანიკური აუცილებლობიდან შემთხვევით გადახრას უშვებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეპიკურეიზმი“-დან