ტრინიდადი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 72:
 
კუნძული მატერიკისგან გამოყოფილია ბოკას-დელ-დრაგონისა და ბოკას-დე-ლა-სერპეს [[სრუტე|სრუტით]], ასევე [[პარია|პარიის ყურით]]. სანაპირო ზოლი საკმაოდ დანაწევრებულია, ჩრდილოეთით სანაპირო ზოლს მიუყვება [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფები]], ხოლო სამრეთით [[მანგროს ტყეები]]. ტრინიდადის ტერიტორია ძირითადად დაბლობია, რომელიც [[აღმოსავლეთი]]თ დაჭაობებულია. ჩრდილოეთით არის მცირე მთიანი სისტემა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 940 მეტრს აღწევს (მთა არიპო), ეს მცირე მთიანი სისტემა არის [[ვენესუელა|ვენესუელის]] [[კორდილიერები]]ს გაგრძელება. სამხრეთ სანაპიროზე ასევე არის [[ტალახის ვულკანი|ტალახის ვულკანები]]. ამ ტერიტორიაზე მოიპოვება ბუნებრივი [[ასფალტი]] (პიჩის ტბა), [[ნავთობი]] (სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ [[შელფი|შელფზე]]) და [[ბუნებრივი აირი]].
 
კუნძულის ცენტრში ძირითადად მარადმწვანე [[ტყე]]ებია, მის ჩრდილო-დასავლეთ კალთებზე კი [[სავანა]], ქოქოსის პალმები და [[კაკაო]]ს პლანტაციებია. კუნძულზე ბინადრობს ორმოცამდე სახეობის [[კოლიბრები|კოლიბრი]].
 
==კლიმატი==
კუნძულზე სუბეკვატორული [[კლიმატი]]ა, ცხელი და სველი. გამოიყოფა ძირითადად ორი სეზონი: მშრალი (იანვრიდან მაისამდე) და წვიმიანი. საშუალო თვიური ტემპერატურაა 25-27°С, ნალექები საშუალო წლიური მოცულობა 1200 მმ-დან 3800 მმ-მდეა, კუნძულზე ქარი იცის ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
 
==რესურსები ინტერნეტში==