ტრინიდადი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კუნძული | სახელი = ტრინიდადი | მშობ. სახელი = Trini...)
 
}}
'''ტრინიდადი''' ({{lang-es|Trinidad}} — «[[სამება]]») — კუნძული [[კარიბის ზღვა]]ში, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წარმოადგენს სახელმწიფო [[ტრინიდადი და ტობაგო]]ს მთავარ ნაწილს, მასზე ქვეყნის მოსახლეობის 96% ცხოვრობს. კუნძული მდებარეობს [[ვენესუელა|ვენესუელის]] სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ში.
 
კუნძული მატერიკისგან გამოყოფილია ბოკას-დელ-დრაგონისა და ბოკას-დე-ლა-სერპეს [[სრუტე|სრუტით]], ასევე [[პარია|პარიის ყურით]]. სანაპირო ზოლი საკმაოდ დანაწევრებულია, ჩრდილოეთით სანაპირო ზოლს მიუყვება [[მარჯნის რიფი|მარჯნის რიფები]], ხოლო სამრეთით [[მანგროს ტყეები]]. ტრინიდადის ტერიტორია ძირითადად დაბლობია, რომელიც [[აღმოსავლეთი]]თ დაჭაობებულია. ჩრდილოეთით არის მცირე მთიანი სისტემა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 940 მეტრს აღწევს (მთა არიპო), ეს მცირე მთიანი სისტემა არის [[ვენესუელა|ვენესუელის]] [[კორდილიერები]]ს გაგრძელება. სამხრეთ სანაპიროზე ასევე არის [[ტალახის ვულკანი|ტალახის ვულკანები]]. ამ ტერიტორიაზე მოიპოვება ბუნებრივი [[ასფალტი]] (პიჩის ტბა), [[ნავთობი]] (სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ [[შელფი|შელფზე]]) და [[ბუნებრივი აირი]].
 
==რესურსები ინტერნეტში==