გიორგი ქინქლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცულია „გიორგი ქინქლაძე“: რჩეული სტატია (‎[edit=autoconfirmed] (განუსაზღვრელი) ‎[move=autoconfirmed] (განუსაზღვრელი))
No edit summary
ხაზი 17:
|ნაცმატჩი(გოლი) = 57 (9)
}}
'''გიორგი ქინქლაძე''' (დ. [[7 ივნისი]], [[1973]], [[თბილისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]], [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|ნახევარმცველი]], გამთამაშებელი. პირველად გულშემატკივარმა გაიცნო [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საქართველოს ეროვნულ ნაკრებში]] თამაშის შემდეგ [[უელსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|უელსის ნაკრებთან]] ჩატარებულ მატჩებში, [[1994]] და [[1995]] წლებში. „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის დინამოდან]]“ [[ინგლისი]]ს [[პრემიერ ლიგა|პრემიერ ლიგის]] კლუბ „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტიში]]“ გადავიდა [[1995]] წელს, სადაც თავისი დრიბლინგის უნარის და თვალწარმტაცი გოლების წყალობით ის გახდა საკულტო გმირი, ორჯერ მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
 
„[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|სიტისთან]]“ ერთად ორჯერ დაწიანურების და ჩამოქვეითების შემდეგ, ის შეუერთდა [[ნიდერლანდი]]ს ჩემპიონ „[[აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)|ამსტერდამის აიაქსს]]“ [[1998]] წელს, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი კლუბში და დაბრუნდა [[ინგლისი|ინგლისში]], „[[დერბი ქაუნთი (საფეხბურთო კლუბი)|დერბი ქაუნთიში]]“, ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ. „[[დერბი ქაუნთი (საფეხბურთო კლუბი)|დერბი ქაუნთიში]]“ ოთხი წლის განმავლობაში კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 100 მატჩში. [[2003]] წელს კლუბის დატოვების შემდეგ ჰქონდა სხვადასხვა კლუბებში გადასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, სანამ არ შეუერთდა [[კვიპროსი|კვიპროსულ]] კლუბ „[[ანორთოსისი (საფეხბურთო კლუბი)|ანორთოსისს]]“ [[2004]] წელს, სადაც მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი. მან კარიერა დაასრულა [[რუსეთი|რუსულ]] კლუბ „[[რუბინი ყაზანი (საფეხბურთო კლუბი)|ყაზანის რუბინში]]“ [[2006]] წელს.
 
[[2011]] წლის [[20 აგვისტო]]ს „[[ანორთოსისი (საფეხბურთო კლუბი)|ფამაგუსტას ანორთოსისმა]]“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა ქინქლაძესთან, რომელიც კლუბში დაინიშნა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.<ref>http://www.anorthosis.com/news/2566</ref> [[2012]] წლის მაისში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა კონტრაქტი კლუბს და ქინქლაძეს შორის.
 
==ადრეული წლები==
ხაზი 32:
 
===თბილისის დინამო, ზაარბრიუკენი (იჯარით) და ბოკა ხუნიორსი (იჯარით)===
„[[მრეტები თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის მრეტებში]]“ გატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, ქინქლაძემ კონტრაქტი გააფორმა „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის დინამოსთან]]“, სადაც გაატარა ახალგაზრდული კარიერა. თავის პირველ პროფესიონალურ სეზონში, 16 წლის ასაკში ქინქლაძემ იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი დონის საქართველოს ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამომ]]“ ის გამოისყიდა ერთი მილიონი საბჭოური მანეთის ფასად.<ref>Kinkladze: The Perfect 10?, p. 31.</ref> 1991 წელს, [[საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)|რეფერენდუმის]] საფუძველზე [[საქართველო]]მ აღადგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ მალე დაიწყო [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომი]]. [[1992]] წლის [[17 სექტემბერი|17 სექტემბერს]], 19 წლის ასაკში, ქინქლაძემ პირველად ითამაშა [[საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ეროვნულ ნაკრებში]] [[აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|აზერბაიჯანის ნაკრების]] წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის იყო მეოთხე მატჩი [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირიდან]] გამოსვლის შემდეგ.<ref>{{cite web |url=http://www.rsssf.com/tablesg/geor-intres.html |title=Georgia – International Results |publisher=Rec.Sport.Soccer Statistics Foundation |accessdate=8 April 2008 }}</ref> ქინქლაძის ყოფილი თანაგუნდელი [[შოთა არველაძე]] ასევე თამაშობდა იმ მატჩში და ამ წყვილმა კომბინაციით გაიტანა ერთი გოლი ნაკრების მიერ გატანილი პირველი ექვსი გოლიდან.
 
კლუბში გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში, „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამომ]]“ შეასრულა დუბლი — მოიგო [[უმაღლესი ლიგა|საქართველოს ჩემპიონატიც]] და [[საქართველოს საფეხბურთო თასი|თასიც]].<ref>{{cite web|url=http://www.rsssf.com/tablesg/geor93.html |title=Georgia 1992/1993 |publisher=Rec.Sport.Soccer Statistics Foundation |accessdate=2011-07-02}}</ref> თუმცა, სამოქალაქო ომი გაგრძელდა და [[1993]] წელს [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოს“]] ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელებისთვის სტაბილურ გარემოში ვარჯიშის და განვითარების საშუალება მიეცა და ისინი სხვადასხვა უცხოურ კლუბში გაანათხოვრა, ქინქლაძე იჯარით გაუშვეს [[გერმანია|გერმანულ]] „[[ზაარბრიუკენი (საფეხბურთო კლუბი)|ზაარბრიუკენში]]“.<ref name="Perfect 10 p32">Kinkladze: The Perfect 10?, p. 32.</ref> ქინქლაძის დებიუტი „[[ზაარბრიუკენი (საფეხბურთო კლუბი)|ზაარბრიუკენის]]“ შემადგენლობაში შედგა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „[[ტენის ბორუსია ბერლინი (საფეხბურთო კლუბი)|ტენის ბორუსია ბერლინთან]]“ 2-2 დასრულებულ მატჩში, [[1994]] წლის [[4 მარტი|4 მარტს]]. მან ვერ შეძლო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, იშვიათად თამაშობდა 90 წუთის განმავლობაში. ის მოედნიდან გააძევეს „[[ჰერტა ბერლინი (საფეხბურთო კლუბი)|ბერლინის ჰერტასთან]]“ 1-3 წაგებულ მატჩში.<ref>{{cite web |url=http://www.fussballdaten.de/spieler/kinkladzegeorgi/1994/ |title=Georgi Kinkladze |publisher=Fussballdaten |language=German |accessdate=28 January 2008 }}</ref> სეზონის ბოლოს, ქინქლაძე დაბრუნდა [[თბილისი|თბილისში]] და „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამოში]]“ განაგრძო კარიერა, სადაც ის დაასახელეს [[საქართველოს წლის ფეხბურთელი|საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად]] [[1993]] წელს.<ref>Kinkladze: The Perfect 10?, p. 34.</ref> „[[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამოს]]“ პრეზიდენტს, [[მერაბ ჟორდანია]]ს არ სურდა ქინქლაძის თამაში საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის პირობებში და „[[ატლეტიკო მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|მადრიდის ატლეტიკოს]]“ შესთავაზა მისი ტრანსფერი 200,000 [[ფუნტი სტერლინგი]]ს სანაცვლოდ, მაგრამ ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუფორმეს. საბოლოოდ ქინქლაძე „[[ატლეტიკო მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|ატლეტიკოში]]“ მხოლოდ საცდელი პერიოდით ჩავიდა. შემდეგ ქინქლაძე ვარჯიშობდა „[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|მადრიდის რეალის]]“ სარეზერვო გუნდში, სადაც მიიპყრო „[[ბოკა ხუნიორსი|ბოკა ხუნიორსის]]“ სკაუტების ყურადღება, რომელთაც წაიყვანეს ის [[არგენტინა]]ში ერთთვიანი იჯარით. აქ ქინქლაძე შეხვდა მისი ბავშვობისდროინდელ კერპს, [[დიეგო მარადონა]]ს. კლუბმა მას არ გაუფორმა კონტრაქტი; როგორც მენეჯერმა [[სილვიო მარცოლინი]]მ განაცხადა, ის იყო ზუსტად იგივე სტილის ფეხბურთელი, როგორიც [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ეროვნული ნაკრების]] გამთამაშებელი [[ალბერტო მარსისო]].<ref>Kinkladze: The Perfect 10?, p. 32–33.</ref>
 
===მანჩესტერ სიტი===
[[ფაილი:Maine road prior to last game.jpg|280პქ|მინი|მარჯვნივ|„მაინ როუდი“, სადაც თამაშობდა ქინქლაძე 1995–1998 წლებში.]]
ქინქლაძე „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტის]]“ ღირსებას იცავდა 1995-96 წლების სეზონში. კლუბმა პირველი სამი თვის განმავლობაში ერთადერთი მატჩის მოგება შეძლო, მაგრამ ქინქლაძე მალე გახდა გუნდის გმირი.<ref>{{cite book |title=Blue Moon Rising: The Fall and Rise of Manchester City |first=Andy |last=Buckley |coauthors=Richard Burgess |publisher=Milo Books |year=2000 |location=Bury |page=101 |isbn=0-9530847-4-4 }}</ref> პირველად ქინქლაძემ კლუბის მაისურით მოიგო „[[ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)|ასტონ ვილასთან]]“ გამართულ მატჩში, [[1995]] წლის [[25 ნოემბერი|25 ნოემბერს]]. ქინქლაძემ გაიტანა გამარჯვების გოლი, [[ნეილ ქუინი|ნეილ ქუინთან]] ერთად.<ref>{{cite news |title=City on higher ground |first=Jon |last=Culley |url=http://www.independent.co.uk/sport/city-on-higher-ground-1583793.html |newspaper=The Independent |date=26 November 1995 |accessdate=4 January 2011 }}</ref> ქინქლაძეს თავდაპირველად შემოეძალა ნოსტალგია, ცხოვრობდა სასტუმროში და იცოდა ცოტა [[ინგლისური ენა|ინგლისური]].<ref>Blue Moon Rising, p. 97.</ref> მისი ნოსტალგიის დაძლევის მიზნით, მისი დედა ჩავიდა [[მანჩესტერი|მანჩესტერში]], რათა უზრუნველეყო ნაცნობი კერძებით.<ref name="Guardiantricks">{{cite news |title=Kinkladze back to his old tricks |first=Roy |last=Collins |url=http://www.guardian.co.uk/football/1999/dec/04/newsstory.ajax |newspaper=[[The Guardian]] |date=4 December 1999 |accessdate=5 August 2008 }}</ref> მაშინ, როდესაც „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტი]]“ ჩავიდა „[[მიდლსბრო (საფეხბურთო კლუბი)|მიდლსბროსთან]]“ სათამაშოდ [[1995]] წლის [[9 დეკემბერი|9 დეკემბერს]], პრესამ და გულშემატკვირებმა ქინქლაძეს უწოდეს მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი. მატჩი მიჩნეული იყო, როოგორც ჯახი ქინქლაძეს და [[ბრაზილია|ბრაზილიელ]] გამთამაშებელ [[ჟუნინიო ბატისტა|ჟუნინიოს]] შორის. ქინქლაძემ გახსნა მატჩში ანგარიში ინდივიდუალური კლასის ხარჯზე, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება დარჩათ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს, ანგარიშით 4-1.<ref>{{cite news |title=Juninho up and running |first=Norman |last=Fox |url=http://www.independent.co.uk/sport/juninho-up-and-running-1525082.html |newspaper=The Independent |date=10 December 1995 |accessdate=4 January 2011 }}</ref> თუმცა, „[[მიდლსბრო (საფეხბურთო კლუბი)|მიდლსბროს]]“ გულშემატკივრებმა ქინქლაძეს დაუჭირეს მხარი „სეზონის საუკეთესო მოწინააღმდეგის“ გამოსავლენად.<ref>Kinkladze: The Perfect 10?, pp. 59–60.</ref> ორი კვირის შემდეგ, [[16 მარტი|16 მარტს]], ქინქლაძემ გაიტანა უაღრესად მნიშვნელოვანი გოლი „[[საუთჰემპტონი (საფეხბურთო კლუბი)|საუთჰემპტონთან]]“ 2-1 მოგებულ მატჩში. ქინქლაძემ მოატყუა ხუთი ფეხბურთელი, შემდეგ მეკარეც, [[დეივ ბიზანტი|დეივ ბიზანტიც]] ჩამოიშორა და ბურთი კარის ბადეში მოათავსა.<ref>{{cite news |title=Kinkladze lifts City clear |first=Dave |last=Hadfield |url=http://www.independent.co.uk/sport/kinkladze-lifts-city-clear-1342560.html |newspaper=The Independent |date=17 March 1996 |accessdate=4 January 2011 }}</ref> გოლი [[BBC]]-ს პროგრამა „დღის გოლმა“ „თვის საუკეთესო გოლად“ დაასახელა, „სეზონის გოლის ნომინაციაში“ კი გავიდა მეორე ადგილზე.
 
სეზონის ბოლო დღეს, „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტი]]“ ჩამოქვეითდა [[ფეხბურთის ლიგის პირველი დივიზიონი|პირველ დივიზიონში]], ქინქლაძის გადაბირებით დაინტერესებული იყო რამდენიმე კლუბი, მათ შორის „[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა]]“,<ref name="rumours">{{cite news |title=Kinkladze rumours anger Lee |url=http://www.independent.co.uk/sport/kinkladze-rumours-anger-lee-1344404.html |newspaper=The Independent |date=27 March 1996 |accessdate=4 January 2011 }}</ref> „[[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანის ინტერი]]“,<ref name="rumours"/> „[[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|ლივერპული]]“,<ref name="move">{{cite news |title=Liverpool ready to move for Kinkladze |first=Alan |last=Nixon |url=http://www.independent.co.uk/sport/liverpool-ready-to-move-for-kinkladze-1362843.html |newspaper=The Independent |date=11 September 1996 |accessdate=4 January 2011 }}</ref> და „[[სელტიკი (საფეხბურთო კლუბი)|სელტიკი]]“.<ref name="move"/> თუმცა, მან არჩია „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტიში]]“ დარჩენა, სადაც დასახელდა 1995-96 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.<ref name="handbook">{{cite book |title=Manchester City F.C. Official Handbook 1997–98 |first=Julian |last=Baskcomb (ed.) |publisher=Polar Print Group |year=1997 |location=Leicester |page=87 }}</ref> 1996-97 წლების სეზონში ბევრი ცვლილება მოხდა „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტიში]]“, მთელი სეზონის განმავლობაში ქინქლაძემ ითამაშა ხუთი სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით. [[კეიტ კარლი]]ს კლუბში მცირე ხნის მუშაობის დროს ქინქლაძე გახდა კლუბის მთავარი პენალტების შემსრულებელი,<ref>{{cite news |title=Fact File |first=Neil |last=Barker |url=http://menmedia.co.uk/manchestereveningnews/sport/football/manchester_city/s/48/48206_fact_file.html |newspaper=[[Manchester Evening News]] |date=31 December 2002 |accessdate=4 January 2011 }}</ref> ასევე გაიტანა რამდენიმე გოლი თავისუფალი დარტყმის შესრულებით, მათ შორის 35 იარდიდან (32 მეტრი) გაუტანა „[[სუინდონ თაუნი (საფეხბურთო კლუბი)|სუინდონ თაუნს]]“, რომელიც ინგლისურმა გაზეთმა ''[[Manchester Evening News]]-მა'' შეაფასა, როგორც „სარაკეტო დარტყმა“.<ref>{{cite news |title=City's Goalden Moments |url=http://menmedia.co.uk/manchestereveningnews/sport/football/manchester_city/s/49/49299_citys_goalden_moments.html |newspaper=[[Manchester Evening News]] |date=15 January 2003 |accessdate=4 January 2011 }}</ref> პირველ დივიზიონში, ქინქლაძეს ხშირად მეურვეობდა მეტოქე გუნდის ორი, ან სამი მოთამაშე. როცა მის შესაჩერებლად ესეც არ კმაროდა, ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა, არც აკრძალულ ილეთებზე ამბობდნენ უარს. მას შემდეგ, რაც „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტიმ]]“ ვერ მოიპოვა [[პრემიერ ლიგა|პრემიერ ლიგის]] საგზური, კვლავ დაიწყო მითქმა-მოთქმები, რომ ქინქლაძე დატოვებდა კლუბს. სეზონის ფინალურ მატჩში, [[1997]] წლის [[3 მაისი|3 მაისს]] „[[რედინგი (საფეხბურთო კლუბი)|რედინგის]]“ წინააღმდეგ, სადაც „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტიმ]]“ მოიგო 3-2, კლუბის გულშემატკივრებმა გამართეს კამპანია, რათა ქინქლაძე დარჩენილიყო კლუბში, მიუხედავად იმისა, რომ იმ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა ტრავმის გამო. ოთხივე ტრიბუნა 90 წუთის მანძილზე სკანდირებდა მის სახელს და გუნდში დარჩენას სთხოვდა, შესვენებაზე კი ტაბლოზე გულშემატკივრების მიერ მისთვის გაგზავნილი თხოვნები ჩანდა, აზრი ყველგან იდენტური იყო, „ქინქი დარჩი“!<ref>Blue Moon Rising, p. 143.</ref> კამპანია გაგრძელდა ასევე ნახევარგანაკვეთიანი სარეკლამო განცხადებებით ტაბლოზე, რომლებსაც აფინანსებდნენ გულშმეტკივართა ჯგუფები.<ref name="handbook"/> ქინქლაძე დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეორე სეზონში<ref name="handbook"/> და სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ მან განაცხადა, რომ კლუბში დარჩენას აპირებდა და მზად იყო, გაეფორმებინა ახალი, სამწლიანი კონტრაქტი.<ref name="rumours"/> ქინქლაძემ ახალი ხელშეკრულების გაფორმება გამოიყენა ახალი „[[Ferrari]]-ს“ საყიდლად, რამაც გამოიწვია შიში კლუბის ოფიცილურ პირებს შორის, რადგან მას უყვარდა სისწრაფე. მათი შიში გამართლდა [[1997]] წლის [[29 ოქტომბერი|29 ოქტომბერს]], როცა ქინქლაძემ დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვაზე და შეეჯახა ხიდს.<ref>{{cite news |title=SOCCER KINKY CRASHES HIS pounds 50K FERRARI; City star escapes with bruises |first=Stephen |last=White |url=http://www.thefreelibrary.com/SOCCER+KINKY+CRASHES+HIS+pounds+50K+FERRARI;+City+star+escapes+with...-a061060372 |newspaper=The Mirror |publisher=The Free Library |date=29 October 1997 |accessdate=4 January 2011 }}</ref> ქინქლაძე დაშავდა და საავადმყოფოში ზურგის დაზიანებით გადაიყვანეს. ექიმებს მოუწიათ 30 ნაკერის გაკეთება,<ref>{{cite news |title=Football: Kinkladze keen to play despite crash |first=Guy |last=Hodgson |url=http://www.independent.co.uk/news/education/education-news/football-kinkladze-keen-to-play-despite-crash-1291465.html |newspaper=The Independent |date=1 November 1997 |accessdate=4 January 2011 }}</ref> რის გამოც მოუწია ორი მატჩის გამოტოვება.<ref>Kinkladze: The Perfect 10?, p. 113.</ref> შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ ის უკვე მოედანზე იყო და სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.
 
„[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტის]]“ წარუმატებლობა გაგრძელდა 1997-98 წლების სეზონში და კვლავ პირველ დივიზიონში ჩამოქვეითების გზას დაადგა, [[1998]] წლის [[17 თებერვალი|17 თებერვალს]] კლუბის მწვრთნელი [[ფრენკ კლარკი (ფეხბურთელი)|ფრენკ კლარკი]] დაითხოვეს თანამდებობიდან. [[18 თებერვალი|18 თებერვალს]] მის მაგივრად დანიშნეს [[ჯოი როილი]]. მას ჰქონდა დაცვითი ნახევარმცველებით თამაშის მიმდევარი მწვრთნელის რეპუტაცია, რის გამოც მისმა გაწვრთნილმა „[[ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)|ევერტონმა]]“ თავის დროზე მოიპოვა „მებრძოლი ძაღლების“ მეტსახელი.<ref>{{cite news |title=Ipswich's Royle command |first=Phil |last=McNulty |url=http://news.bbc.co.uk/sport1/hi/football/teams/i/ipswich_town/2367795.stm |work=BBC Sport |publisher=British Broadcasting Corproation |date=28 October 2002 |accessdate=5 August 2008 }}</ref> როილი მიიჩნევდა, რომ ქინქლაძე იყო ფუფუნება ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში და მან პირველ შეხვედრაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტის]]“ მწვრთნელის რანგში თქვა: „ჩვენ უნდა გავყიდოთ ქინქლაძე.“<ref name="rising157">Blue Moon Rising, p. 157.</ref> როილის ხელმძღვანელობით პირველი ორი მატჩის ჩატარების შემდეგ, სადაც ჯერ 1-2 წააგეს „[[იფსვიჩ თაუნი (საფეხბურთო კლუბი)|იფსვიჩ თაუნთან]]“ [[18 თებერვალი|18 თებერვალს]]<ref>{{cite news |title=Football: Royle era starts with classic City flop |first=Derick |last=Allsop |url=http://www.independent.co.uk/sport/football-royle-era-starts-with-classic-city-flop-1145725.html |newspaper=The Independent |date=19 February 1998 |accessdate=5 January 2011 }}</ref> და 3-1 მოიგეს „[[სუინდონ თაუნი (საფეხბურთო კლუბი)|სუინდონ თაუნთან]]“ [[23 თებერვალი|23 თებერვალს]],<ref>{{cite news |title=Football: Royle appointment could be right one this time |first=Jon |last=Culley |url=http://www.independent.co.uk/sport/football-royle-appointment-could-be-right-one-this-time-1146445.html |newspaper=The Independent |date=23 February 1998 |accessdate=5 January 2011 }}</ref> ქინქლაძემ მიიღო ტერფის ტრავმა, რის გამოც ერთი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. ის მოედანზე დაბრუნდა [[ვეილ პარკი|ვეილ პარკზე]] [[14 მარტი|14 მარტს]]. „[[პორტ ვეილი (საფეხბურთო კლუბი)|პორტ ვეილმა]]“ დაამარცხა „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|სიტი]]“ 2-1. როილმა მკაცრად გააკრიტიკა ქინქლაძე და შემდეგ ექვს მატჩში არ ათამაშა.<ref>Blue Moon Rising, p. 158.</ref> [[2005]] წელს როილმა ახსნა მისი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით თავის ავტობიოგრაფიაში:
{{ციტირება|გულშემატკივრები დადებითად იყვნენ განწყობილნი მის მიმართ. მე ნეგატიურად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. არ ვამბობ, რომ სიტის პრობლემა იყო ქინქლაძე, მაგრამ ის იყო კერპი, რაც გადამეტებული იყო და არ იყო სწორი... ...მისი ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ხშირად, გუნდი ვერ აღწევდა შედეგებს. ის იქნებოდა ჩემი სუსტი რგოლი. მე რათქმაუნდა არ ვთვლი, რომ მაშინდელი „სიტის“ ყველა წარუმატებლობაში ქინქლაძე იყო დამნაშავე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო.}}
მისი თქმით, ის, რომ ტრიბუნებს პირზე მისი სახელი ეკერათ და ისიც, რომ ორი წლის მანძილზე აქამდე ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|სიტის]]“ მთავარი ვარსკვლავის სტატუსს ინარჩუნებდა, მის თანაგუნდელებზე უარყოფითად მოქმედებდა.<ref>{{cite news |title=Royle: Why Kinkladze had to go |first=Chris |last=Bailey |url=http://menmedia.co.uk/manchestereveningnews/sport/football/s/177/177336_royle_why_kinkladze_had_to_go.html |newspaper=Manchester Evening News |date=11 October 2005 |accessdate=5 January 2011 }}</ref> როდესაც ორი თამაში იყო დარჩენილი ჩემპიონატში, „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ სიტი]]“ იმყოფებოდა გასავარდნ ზონაში და ქინქლაძე აღადგინეს სასტარტო შემადგენლობაში „[[ქუინზ პარკ რეინჯერსი|ქპრ-სთან]]“ გასამართი საშინაო მატჩის წინ. „[[ქუინზ პარკ რეინჯერსი|ქპრ-ში]]“ შემადგენლობაში თამაშობდა [[ვინი ჯონსი]], რომელსაც ჰქონდა დავალებული ქინქლაძის მეურვეობა, გვირაბშიც კი, სანამ მატჩი დაიწყებოდა.<ref>Kinkladze: The Perfect 10?, p. 124.</ref> ქინქლაძემ გახსნა ანგარიში თავისუფალი დარტყმით, მაგრამ დაცვაში ცუდი თამაშის გამო და [[ჯემი პოლოკი|ჯემი პოლოკის]] მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო, მატჩი დასრულდა ფრედ, 2-2.<ref>{{cite news |title=Lap of dishonour as City farce plays on |first=Guy |last=Hodgson |url=http://findarticles.com/p/articles/mi_qn4158/is_19980427/ai_n14159649 |newspaper=The Independent |date=27 April 1998 |accessdate=5 August 2008 |archiveurl=http://web.archive.org/web/20071210012530/http://findarticles.com/p/articles/mi_qn4158/is_19980427/ai_n14159649 |archivedate=10 December 2007 }}</ref> ამ მატჩის წაგების შედეგად „[[მანჩესტერ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|სიტი]]“ ვეღარ აკონტროლებდა თავის ბედს და ჩამოქვეითდნენ მეორეჯერ სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლო მატჩში გაიმარჯვა 5-2 „[[სტოკ სიტი (საფეხბურთო კლუბი)|სტოკ სიტისთან]]“ მატჩში.<ref>Blue Moon Rising, p. 164.</ref><ref>{{cite news |title=Football: Surreal tale of two relegated Citys |first=Phil |last=Shaw |url=http://www.independent.co.uk/sport/football-surreal-tale-of-two-relegated-citys-1161351.html |newspaper=The Independent |date=5 May 1998 |accessdate=5 January 2011 }}</ref> საერთო ჯამში, ქინქლაძემ კლუბის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 119 მატჩში და გაიტანა 22 გოლი.