შემოწმებულები, ბიუროკრატები, შემმოწმებელი, ინტერფეისის ადმინისტრატორები, IP-ბლოკირებების გამონაკლისები, ადმინისტრატორები, სანდო მომხმარებლები
136 083
რედაქტირება
ნანა დედოფლის განკურნების შემდეგ, წმ. ნინომ ნანას დედის ძმა, სპარსი მთავარი, სახელად ხუარა განკურნა (ეს ამბავი ქართლის მოქცევის ბერძნულ–რომaულ ვერსიებში მოთხრობილი არ არის). წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი ყოფილა მოგვი, რაც აქ შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ზოროასტრული რელიგიის მღვდელმსახურს, ასევე – ამ რელიგიის რიგით მიმდევარს, მაზდეანს.
„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ სპარსი
მაშინ დედოფალიც და მეფეც შეეხვეწნენ წმინდა ქალწულს მის განკურნებას. მეფე მირიანი თან ნინოს სთხოვდა, რომ შეეწყვიტა რომაელთა უცხო რჯულის, ქრისტიანობის ქადაგება და პირიქით, ექადაგა ქართლის წარმართული ღმერთების არმაზის, ზადენის, გაცისა და გას სარწმუნობა და სამაგიეროდ ჰპირდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებასა და პატივს. ხოლო,თუ ამასთან ერთად, სპარს მთავარსაც განკურნავდა, მეფე წმინდა ნინოს გამდიდრებას, მცხეთის მოქალაქედ („მკჳდრი“) და არმაზის მსახურად გახდომას ჰპირდებოდა.
|