ფარფლწითელა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| commons =
}}
'''ფარფლწითელა''' ([[ლათ.]] Scardinius erythrophthalmus) — მტკნარი წყლის თევზი [[კობრისებრნი|კობრისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 36 სმ-ს, მასა — 1 კგ აღწევს. აქვს მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, წითელი ფარფლები. გავრცელებულია [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში. [[საქართველო]]ში გვხვდება დასავლეთ საქართველოს [[წყალმცენარეები]]თ მდიდარ მტკნარ წყლებში, სადაც სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი სარეწაო მოპოვება ხდება ვოლგა-კასპიის რაიონში, [[დნეპრი]]ს [[დელტა]]ში, [[შუა აზია]]ში და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს. ხელოვნურად არის შეყვანილი: [[ირლანდია]]ში, [[ნორვეგია]]ში, [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[მაროკო]]ში, [[ტუნისი|ტუნისში]], [[მადაგასკარი|მადაგასკარში]], [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[აშშ]]-ში, [[კანადა]]ში. ცოცხლობს 10 წლამდე.
 
==ლიტერატურა==