ლაგამი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:لجام |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[სურათი:Hunt bridle head.jpg|thumb|300px|ლაგამი]]
'''ლაგამი'''
[[საქართველო]]ში აღმოჩენილი უძველესი ლაგმები ძვ. წ. XIII საუკუნეს განეკუთვნება. ესაა ბრინჯაოს ორნაწილედი ღერო, რომელსაც ბრინჯაოს ჭვირული დისკოს ფორმის ან საქონლის რქის საყბედურები აქვს. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში აკეთებდნენ ლითონის ღეროვან ორნახვრეტიან საყბეურებს. ძვ. წ. VII-V საუკუნეებში გავრცელდა ორნაწილიანი ლაგამი, რომლის თითოეული ნაწილი საყბეურთან ერთად იყო ჩამოსხმული. ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს შეიქმნა ე. წ. ახალგორული ტიპის ლაგამი, რომლის საყბეურები, ლაგმის ღეროვანი ნაწილები და მათზე წამოსაცმელი რგოლები ცალ-ცალკე იყო დამზადებული. ამ ტიპის ზოგიერთი ლაგამი რკინისაა. შუა საუკუნეების ლაგამი ორნაწილიანი ღეროა, რომლის ბოლოებზე რგოლებია წამოცმული. საქართველოს თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში გვხვდება ორგვარი ლაგამი: ერთი — ჩვეულებრივ სატარებელი, მეორე — სახორხე ლაგამი, რომელსაც ცხენის გახედვნისას იყენებენ.
|