შავარდენი (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''შავარდენი''' (Falco) — [[ფრინველები|ფრინველთა]] გვარი [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგისა. ახასიათებს თითქმის კოსმოპოლიტური გავრცელება (არ არის ანტარქტიკაში[[ანტარქტიკა]]ში). ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. შავარდენის ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. ბუდეს არ იშენებს — კვერცხებს (3-4 ცალს) დებს კლდის ნაპრალებში, [[ნიადაგი|ნიადაგზე]], სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე, კრუხობს დედალი. უმრავლესობა ბუდობის პერიოდის გარდა ნომადობს კიდეც. ამჟამად გვარში გაერთიანებულია ყოფილი დამოუკიდებელი გვარები: Aesalon, Cerchneis, Erythropas, Hypotrirorchis, Harpe. Ieracidea და სხვა. იკვებებიან წვრილ-წვრილი ძუძუმწოვრებით[[ძუძუმწოვრები]]თ, ფრინველებით[[ფრინველები]]თ, მწერებით[[მწერები]]თ (რომლებსაც ჰაერში იჭერენ) და ქვეწარმავლებით[[ქვეწარმავლები]]თ. მსხვილ შავარდენს ([[შავარდენი (ფრინველი)|შავარდენი]], [[სონღული]]) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში[[საქართველო]]ში გვხვდება 7: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი; ბოლო ორი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
 
== იხილეთ აგრეთვე ==