კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძრის ძირითადი ნაწილი [[1010]]—[[1014]] წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ის აშენებულია [[ბაღვაშები]]ს მიერ კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ IV ბაღვაში]]. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა [[აბულასარ ამირეჯიბი|აბულასარ ამირეჯიბმა]] აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი [[აბაშიძეები]]ს საგვარეულოს კუთვნილება იყო. [[1854]] წელს ტაძარს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული.
 
ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომრლიცრომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და [[გუმბათის ყელი]] ექვს [[აფსიდი]]ანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით. გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს არის ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის რესტავრაციის შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები. ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული.
 
===სვეტი===