ჰიპოკრატე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: lij:Ippocrate de Coo
ხაზი 5:
 
ჰიპოკრატეს და მისი მიმდევრების შრომებში (ჰიპოკრატეს კრებული) საოცარი სიზუსტით არის აღწერილი სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობა, მკურნალობის წესები, მსჯელობაა ეპიდემიების, [[ეპილეფსია|ეპილეფსიის]], ცხელების შესახებ და სხვა. ჰიპოკრატე ასწავლიდა, რომ ექიმმა უნდა უმკურნალოს ავადმქოფს და არა ავადმყოფობას, გაითვალისწინოს მისი ინდივიდუალური თავისებურებანი და გარე ფაქტორების გავლენა. შინაგან ფაქტორებად მიიჩნევდა მემკვიდრეობითობას, ადამიანის ფიზიკური (კონსტიტუცია) და სულიერი (ტემპერამენტი) თვისებების ერთობლიობას. გამოყო ადამიანის 4 ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. ჰიპოკრატე მიხვდა, რომ ეს ტიპები გარკვეული დაავადებებისადმი არიან განწყობილი. დაამუშავა [[ეტიოლოგია|ეტიოლოგიის]] საკითხები; მედიცინა გაათავისუფლა ქურუმებისა და მონასტრების გავლენისაგან და განსაზღვრა მისი განვითარების დამოუკიდებელი გზა. ჰიპოკრატემ ჩამოაყალიბა მკურნალობის ძირითადი პრინციპები (არ დააზიანო, სიფრთხილე გამოიჩინე წამლის გამოცვლისას და სხვ.). დღემდეა შემორჩენილი "ჰიპოკრატეს ფიცი", როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი. ჰიპოკრატეს "მედიცინის მამას" უწოდებენ.
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურია ==
* ''აბაშიძე ვ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 669, თბ., 1987
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოკრატე“-დან