დეკორატიული მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
== ორწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ==
ორწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ითესება გაზაფხულ-ზაფხულში და ყვავილობს მომდევნო წელს. მათ განეკუთვნება აგრეთვე ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც იყენებენ როგორც ორწლოვანებს. ტიპობრივ ორწლოვანებს განეკუთვნება მაჩიტა, ცისანა, მიხაკი და სხვა. მრავალწლოვანებიდან ფართოდაა გავრცელებული იაჟუჟუნა, ოსმალური მიხაკი, ზიზილა.
 
==მოზაფხულე ანუ ერთწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ==
მოზაფხულე ანუ ერთწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ყვავილების ფერით და განსაკუთრებით ყვავილობის ხანგრXლივობით. მოზაფხულე მცენარეები მრავალფეროვანია: ასტრა, ხავერდა, ქრიზანთემა, დედოფლის ყვავილი, გაილარდია და სხვა. ბევრი მათგანი კარგად ხარობს ოთახშიც.
== მარცვლოვან დეკორატიული მცენარეები ==
მარცვლოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ჯგუფურ და ერთეულ ნარგაობად, ბორდიურებადდ, თაიგულებად და სხვა. ჯგუფურ და ერთეულ ნარგაობად ეფექტურია მაღალმზარდი მცენარეები (ლერწამი, ველური შაქრის ლერქამი და სხვა); ბორდიურებისა და ჯგუფების შესაქმნელად - დაბალმზარდი მცენარეები (ჩიტიფეტვა, წივანა, მაღალი კოინდარი); გაზონებისათვის - თივაქასრა, წივანა, სხვადასხვა სახის კოინდარი და სხვა.
== ბოლქვოვან დეკორატიული მცენარეები ==
ბოლქვფოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ გაზაფხულზე ყვავილოვანი გაფორმებისა და სამრეწველო მეყვავილეობისათვის. დეკორატიულ მებაღეობაში გავრცელებულია თეთრყვავილა, ცისთვალა, ტიტა, ნარგიზი, შროშანა, სუმბული და სხვა. საქართველოში ბოლქვოვანი მცენარეები კარგად იტანენ ზამთარს ღია გრუნტში.
 
{{ქსე}}
[[ca:Planta ornamental]]