'''ზაფრანა''', ''კროკო'' (Crocus), — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ზამბახისებრნი|ზამბახისებრთა]] ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. [[საქართველო]]ში — 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა [[Crocus adamii]] და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. [[Crocus scharojani]] კი — კავკასიის [[ენდემები|ენდემია]]. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. [[Crocus sativus]] მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელ-სანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს - კროცინს.