დეკორატიული მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
დეკორატიული ხეები და ბუჩქებია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები, რომლებსაც იყენებენ მწვანე მშენებლობის სხვადასხვა ობიექტებზე: კულტურუსა და დასვენების პარკებში, ბაღბში, სკვერებში, ხეივნებში, ბულვარებში, აგრეთვე ქუჩების გასამწვანებლად. დეკორატიულ ხეებს სხვადასხვა ფორმის ვარჯი აქვთ. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა გაშლილვარჯიანი (ჭადარი, მუხა), ქოლგისებრვარჯიანი (იტალიური ფიჭვი, ალბიცია), პირამიდულვარჯიანი (მარადმწვანე კვიპაროსი, სოჭი, ნძვი) ხეები, ე. წ. მტირალა მცენარეები (ბაბილონის ტირიფი, მტირალა არყი, მერქნიან მცენარეთა მტირალა ფორმები). მათ იყენებენ სხვადასხვა ტიპის ნარგაობებისათვის. ალპინარიუმებისა და კლდოვანი გორაკების (კლდის ბაღბი) მოსაწყობად. იყენებენ დაბალმზარდ, გართხმულ და ჯუჯა ხეებსა და ბუჩქებს (როზმარინი, ურთხელი, ღვია, მთის ფიჭვი). დეკორატიულ პარტერებში კარგია გამოკვეთილი არქიტექტურული ფორმის ვარჯიანი მცენარეები (მჩხვლეტავი ნაძვი, ენგელმანის ნაძვი, ბერძნული სოჭი, სვეტისებრი ფორმის ურთხელი). ხშირად სილამაზისთვის მცენარეებს კრეჭენ და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმას აძლევენ. ასეთ მერქნიან მცენარეებს განეკუტVნება კვიდო, ჭარჭყატა, ტუია, ბზა, ურთხელი. ვერტიკალური გამწვანებისათვის - შენობათა კედლების, ტალავრებისა და ტრელაჟების გასალამაზებლად უმთავრესად იყენებენ ხვიარა მერქნიან მცენარეებს (ვაზი, სურო, კატაბარდა, ხვიარა ვარდი და სხვა).
== მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ==
მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ცოცლობენ ორ სავეგეტაციო პერიოდზე მეტ ხანს. ერთლოვანებისაგან განსხვავებით ისინი ზრდა-განვითარებას დაყვავილების შემდეგაც განაგრძობენ. მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეებია: ლამაზად მოყვავილეები - გამოირჩევიან უხვი, ლამაზი ფერისა და ფორმის ყვავილებით და სხვა ([[ყაყაჩო]], ზამბახი, მრავალწლოვანი ასტრა, ფურისულა); ორნამენტულფოთლოვნები - მრავალგვარი, სხვადასხვაფერად შეფერილი ფოთოლი (რევანდი, სატაცური, [[გვიმრები|გვიმრა]]); ლამაზნაყოფიანები - გამოირჩევიან ნაყოფის ფორმითა და შეფერვით ([[ძაღლყურძენა]] და სხვა). მრავალწლოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ყვავილნარების მოსაწყობად ბაღებსა და პარკებში.
 
== ორწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ==