შიმპანზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: ast:Pan (animal)
No edit summary
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''შიმპანზე''' (Pan), [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები]]ს გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: [[ჩვეულებრივი შიმპანზე]] (Pan troglodytes) და [[ჯუჯა შიმპანზე]] ანუ [[ბონობო]] (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. ქმნის ხროს, რომელშივ 5-25 (ზოგჯერ 40-45) ინდივიდია. იკვებება ნაირგვარი საკვებით. მაკეობა 225 დღე-ღამეს გრძელდება. შობს 1 ნაშიერს. დედალი შიმპანზე სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-10, ხოლო მამალი 7-8 წლისა. ცოცხლობენ 50-60 წელს. გამოირჩევა განვითარებული საზრიანი ინსტიქტებით. ურთიერთთან მიმართებისას გამოსცემს 30-მდე სხვადასხვა ბგერას, ახასიათებს მრავალფეროვანი მიმიკა და ჟესტიკულაცია. იგი უფრო ახლოს დგას [[ ადამიანი|ადამიანთან]], ვიდრე სხვა ადამიანის მსგავსი მაიმუნები. შიმპანზეს რაოდენობა მცირეა, ჯუჯა შიმპანზე შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 41:
 
== ლიტერატრა ==
*{{ქსე, ტ. |10, გვ. |747, თბ., 1986|}}
 
{{commons| შიმპანზე}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიმპანზე“-დან