ანგორის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ანგორის ბრძოლა''' – ბრძოლა თემურლენგსა და [[ოსმ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ანგორის ბრძოლა''' – ბრძოლა [[თემურლენგი|თემურლენგსა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სულთან [[ბაიეზიდ I|ბაიაზიდ I-ს]] შორის ანგორასთან (ახლანდელი [[ანკარა (ქალაქი)|ანკარა]]). [[1402]] წლის 28 ივლისს ანგორის ბრძოლის დაწყების წინ თემურლენგმა [[სივასი]] დაიკავა; ოსმალთა ჯარი სივასის დასავლეთით 150 კმ-ზე ტყიან მთებში გამაგრდა და ამით თემურლენგის მთავარ ძალას – ცხენოსან ჯარს სამოქმედო გზა გადაუღობა. თემურლენგმა მოწინააღმდეგეს ზურგიდან მოუარა და გარს შემოადგა ანგორას. ბაიაზიდის ჯარი 28 ივლისს დილით ეკვეთა მტერს. მარცხენა ფრთაზე თემურლენგის ცხენოსნებმა შეაჩერეს ოსმალთა იერიში, ხოლო ანატოლიელი ბეების თემურლენგის მხარეზე გადასვლამ საბოლოოდ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ოსმალთა ორივე ფრთის განადგურების შემდეგ თემურლენგის ჯარი გარს შემოერტყა და გაანადგურა ბაიაზიდის მთავარი ძალები. ამ დამარცხებამ დიდი ხნით შეაჩერა ოსმალეთის იმპერიის ცენტრალიზაციის პროცესი.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგორის_ბრძოლა“-დან