გენეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის 178.134.7.125 ცვლილებების გაუქმება (№2038818))
'''გენეტიკა''' ([[ძველბერძნული ენა|ძვ.ბერძნ]]. γενητως —- ვინმესგან წარმოშობა, წარმოქმნა) — მეცნიერება რომელიც შეისწავლის [[მემკვიდრეობითობა|მემკვიდრეობითობას]], ანუ წინაპრების უნარს გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომვდევნომომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება ხმარებაში შემოიტანა ინგლისელმა ნატურალისტმა [[უილიამ ბეტსონი|უილიამ ბეტსონმა]] 1905 წელს. ბიოლოგიურ სხვა დარგებთან შედარებით გენეტიკა ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებაა.
 
==გარემოს ზემოქმედება==
მშობლის ნიშან-თვისებები [[ქრომოსომები|ქრომოსომების]] საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.
 
უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომაა. ყოველ მათგანს თავისი წყვილი ჰყავს. ამ წვილშიწყვილში ერთი ქრომოსომა დედისეულია, მეორე კი — მამისეული. თითოეული სახეობის ცხოველსა და მცენარეს კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვს. მაგალითად, ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს, რომელიც 23 წყვილს ქმნიან.
 
ქრომოსომის მთელ სიგრძეზე გენებია განლაგებული, რომელშიც ორგანიზმის მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შემცველი ინფორმაციაა მოცემული. მაგალითად, ადამიანის გენში [[თვალი]]ს ან [[თმა|თმის]] ფერის შემცვლელი ინფორმაციაა ჩაწერილი. შედარებით რთულ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, სხეულის ფორმას, მრავალი [[გენი]]ს ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს.
[[უჯრედი|უჯრედში]] ყველა ქრომოსომა სხვადასხვაგვარია, თუმცა ქრომოსომათა ყოველი წყვილი ერთი და იმავე ინფორმაციის შემცველია, ამიტომ ყოველ თვისებას ორი გენი განსაზღვრავს.
 
გენები [[ცილები]]ს წარმოქმნას არეგულირებს და ამის მეშვეობით ქმნის ცხოველისა თუ მცენარის სხვადასხვა ნიშან-თვისებას. ორგანიზმის უჯრედებში ათასობით სხვადასხვაგვარი ცილაა და ყველა მათგანს თავისი მპვალეობამოვალეობა აკისრია; ყოველი გენი ერთი ან რამდენიმე სახის ცილის წარმოქმნას არეგულირებს. რა გენებიც არის თქვენს უჯრედებში, სწორედ ის ცილები წარმოიქმნება.
 
==გენების მემკვიდრეობით გადაცემა==
ჩვენს მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს ქრომოსომათა წყვილები განსაზღვრავს, მაგრამ თუკი ყოველი ნიშან-თვისება ორი გენის მოქმედების შედეგია, რომელმა მათგანმა იმოქმედა?
 
ჩვენ მიერ მიმკვიდრეობით მიღებული ყოველი ორი გენიდან ერთი დომინანტია, ანუ ის მეორე მათგანზე დომინირებს (ბატონობს) და სწორედ იგი ახდენს უპირატეს გავლენას ნიშან-თვისების განვითარებაზე. მაგალითად, [[ბარდა]]ს აქვს გენი, რომელიც განსაძღვრავსგანსაზღვრავს, როგორი იქნება მისი მარცვალი — გლუვი თუ დანაოჭებული. მცენარეს, რომელიც ორივე მშობლისაგან გლუვი თესლის გენებს იღებს, გლუვი მარცვალი ექნება, ხოლო მცენარე, რომელმაც დანაოჭებულობის ორი გენი მიიღო, მარცვალსაც დანაოჭებულს წარმოქმნის. თუმცა, გლუვი მარცვლის გენი დანაოჭებული მარცვლის გენზე დომინირებს, ამიტომ თუ მცენარემ ერთი მშობლისაგან გლუვი მარცვლის გენი მიიღო, ხოლო მეორესაგან — დანაოჭებული, იგი მაინც მხოლოდ გლუვ თესლს წარმოქმნის.
 
დომინანტობის ასეთი თვისება ნიშნავს, რომ ყოველ მცენარესა და ცხოველს ქრომოსომებში ბევრი ,,ფარული'' გენი აქვს, რომლებიც არ ვლინდება, რადგან მათ დომინანტი გენები ნიღბავს.