ხორნაბუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Khornabuji Fortress, Georgia.jpg
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Khornabuji Fortress, Georgia.jpg|250px|thumb|]]
'''ხორნაბუჯი''' (XVIII საუკუნის წყაროებით ''ჭოეთი''), — [[შუა საუკუნეებისსაუკუნეები]]ს ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული [[ქართლის სამეფო]]ს ერთ-ერთი პროვინციის [[კამბეჩოვანი]]ს ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი [[დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი|დედოფლის წყაროს]] რაიონული ცენტრის მახლობლად.
 
წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ I გორგასალმა]] საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, [[დაჩი (ქართლის მეფე)|დაჩი I უჯარმელს]]. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, [[ჰერეთის სამთავრო]]ს (შემდგომში [[ჰერეთის სამეფო]]) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. [[1068]] [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთის]] მეფემ [[აღსართან I|აღსართან I-მა]] დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს [[მახატლისძენი|მახატლისძეთა]] რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ [[კახეთი]]ს ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[გიორგი სააკაძე]]მ გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორნაბუჯი“-დან