ილია აბულაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
ილია ვლადიმერის ძე აბულაძე დაიბადა 1901 წელს ზესტაფონის რაიონის სოფ. ზედა საქარაში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლისოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, 1921 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა I გიმნაზია, 1922 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,სადაც 1926 წელს დაამთავრა სიტყვიერების განყოფილება, ხოლო 1929 წელს ლინგვისტური განყოფილება. 1933-იდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის დირექტორად მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
 
ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხურ ფილოლოგიურ პრობლემებისადმის მიძღვნილი. აბულაძემ ძველი მწერლობის ძეგლების ანალიზის საფუძველზე ცხადყო ქართული სომხური ლიტერატურის ურთიერთობის ორმხრივი ხასიათი. მასვე ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი (ნათარგმნი თუ ორიგინალური) ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები (იაკობ ცურტაველი, მარტჳლობაჲ შუშანიკისი, თბილისი, 1938; სულხან-საბა ორბელიანი, თხზ., ტ. 4 — ლექსიკონი ქართული, წგნ. 1-2, თბ., 1965—1966).1937 წელის სექტმბერში,ეზმიაჩინის მუზეუმში (სომხეთი), ილია აბულაძემ ერთ-ერთ კრებულში ნახა ხელნაწერი,რომელშიც ფიგურირებდა ალბანური დამწერლობა,ის 52 ასო-ნიშნისგან შედგებოდა.ეს მონაპოვარი რომ არ დაკარგულიყო და ალბანელთა კულტურის ისტორიაში შესულიყო,აღმოჩენილი ხელნაწერი ილია აბულაძემ გამოსაქვეყნებლად გადაცა აკაკი შანიძეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აბულაძე“-დან