წალკის წყალსაცავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები, + ინფოდაფა, სურ.,
No edit summary
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
}}
'''წალკის წყალსაცავი''' — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის მუნიციპალიტეტში]], [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე [[ხრამი]]ს [[ხეობა]]ში. სარკის ფართობი 33,7 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია [[დასავლეთი]]დან [[აღმოსავლეთი]]საკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს [[ხრამი]]სა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის]] წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა [[ხეობა]]ში, ენერგეტიკული მიზნებისათვის [[1946|1946 წელს]]. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს [[თებერვალი|თებერვალ]]-[[მარტი|მარტში]]. წყლის დაგროვება იწყება [[აპრილი|აპრილში]] და გრძელდება [[ივლისი|ივლისამდე]], შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს [[ნოემბერი|ნოემბრიდან]], როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 [[სმ]]-ია.
 
წყალი ყველაზე ცივია [[Tebervaliთებერვალი|თებერვალში]] (0,2°C), თბილი [[აგვისტო]]ში (18,7°C). [[დეკემბერი|დეკემბრიდან]] მარტის[[მარტი]]ს ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე [[თებერვალი|თებერვალში]] ზოგჯერ 80 სმ აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: - [[ხრამჰეს I]], [[ხრამჰეს II]]. განვითარებულია თევზის[[თევზი]]ს რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი [[წალკა]], ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს [[ხადიკის ტბა]], [[სანთის ტბა]] და სხვ.<ref>[http://wikimapia.org/8722249/Tsalka-Reservoir წალკის წყალსაცავი. მებარეობა, კოორდინატები]</ref>
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|289|აფხაზავა ი.}}
*''საქართველოს გეოგრაფია,'' წიგნი I, გვ. 52, თბ., 2005
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს წყლის რესურსები}}