ხორნაბუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ხორნაბუჯი''' (XVIII საუკუნის წყაროებით ''ჭოეთი''), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის - [[კამბეჩოვანი|კამბეჩოვანის]] - ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი [[დედოფლისწყაროს რაიონი|დედოფლის წყაროს]] რაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ I გორგასალმა]] საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს - [[დაჩი (ვახტანგქართლის I-ის ძემეფე)|დაჩი I უჯარმელს]]. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, [[ჰერეთის სამთავრო|ჰერეთის სამთავროს]] (შემდგომში - [[ჰერეთის სამეფო]]) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. [[1068]] [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთის]] მეფემ [[აღსართან I|აღსართან I-მა]] დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს [[მახატლისძენი|მახატლისძეთა]] რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[სააკაძე, გიორგი|გიორგი სააკაძემ]] გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
 
 
ხაზი 7:
ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლინდა და ნაწილობრივ გაითხარა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, მ. შ. "საოზაანო", რომელიც ციხე-ქალაქის დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩნდა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვები გამოვლინდა ადგილ "ცივწყაროსა" და "ორგმირზე". კირქვის კარიერებზე ჩნდება ბრინჯაოს ხანის მასალა.
 
{{ქსე}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიული ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორნაბუჯი“-დან