პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎წინაისტორია: - წაშლილი ფაილი
(r2.7.3) (ბოტის დამატება: mr:प्युनिकचे पहिले युद्ध)
(→‎წინაისტორია: - წაშლილი ფაილი)
სიცილიას აკონტროლებდა რომის მოკავშირე სახელმწიფო [[კართაგენი]], რომელთანაც რომს ოდითგანვე მეგობრობა აკავშირებდა. კართაგენი ამ პერიოდისთვის სიძლიერით არ ჩამოუვარდებოდა რომს. მისი ჰეგემონია ვრცელდებოდა ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ზე, ძლიერი ფლოტი კი აკონტროლებდა დასავლეთ [[ხმელთაშუა ზღვა]]ს და მათ უკვე ჰქონდათ კოლონიები სიცილიაზე, [[სარდინია]]ზე, [[კორსიკა]]ზე და [[პირენეის ნახევარკუნძული|პირენეის ნახევარკუნძულზე]].
 
[[ფაილი:Carthage 264BC.png|thumb|250px|left|კართაგენი და მისი კოლონიები ომამდე]]
ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცენდენტო მაშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშენებლობა, როგორიცაა [[კვინკვერემა|კვინკერემები]], [[გეკსერი|გეკსერები]] და [[გეპტერი|გეპტერები]]. ასევე შეიმუშავეს [[ყვავი (აბორდაჟი)|ყვავებით]] გემების [[აბორდაჟი|აბორდაჟზე]] აღება.