დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 1:
{{მალხმობა|[[დ:უბგქ]]}}
 
შედგენილია [[ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია|„ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის“]] მიერ. გადმოწერილია [[უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი|„უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონიდან„ლექსიკონიდან“]], თბ. 1989. თურქულის გარდა. თურქული (აგრეთვე სხვა ენებიც შესადარებლად) მოწოდებულია ამ კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ 2007 წელს. სია არასრულია და მასში არ არის ნახსენები გამონაკილისი შემთხვევები.
 
==გერმანული==
*aa - აა (და არა ა): Aachen - აახენ-ი.
*ä ან ae - ე: Gräbner - გრებნერ-ი, Graebe - გრებე, Güldenstaedt - გიულდენშტედტ-ი.
*ch - ხ (და არა ჰ): Zürich - ციურიხ-ი, Buchenwald - ბუხენვალდ-ი, Bochum - ბოხუმ-ი.
*ch - კ (და არა ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.
*ck - კ: Dick - დიკ-ი, Becker - ბეკერ-ი.
*dt - დტ: Schmidt - შმიდტ-ი, Brandt - ბრანდტ-ი.
*ee - ეე (და არა ე): Bodensee - ბოდენზეე.
*ei და ey - აი: Einstein - აინშტაინ-ი, Braunschweig - ბრაუნშვაიგ-ი, Heinrich - ჰაინრიხ-ი, Beyer - ბაიერ-ი, Weydemeyer - ვაიდემაიერ-ი.
*eu - ოი: Bleuler - ბლოილერ-ი, Feuerbach - ფოიერბახ-ი, Eugen - ოიგენ-ი, მაგრამ (ტრადიციის გამო) Euler - ეილერ-ი.
*h - ჰ: Hamburg - ჰამბურგ-ი, Hermann Hesse - ჰერმან ჰესე.
*h (არ გამოითქმის):
** სიტყვის ბოლოს: Neuloh - ნოილო.
** r-ს შემდეგ: Rhowolt - როვოლტ-ი.
** ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს თანხმოვანი: Behling - ბელინგ-ი, Behrendt - ბერენდტ-ი.
** ხმოვნის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს e: ჰოენცოლერნ-ი.
*ie - ი: Dietrich - დიტრიხ-ი, Grisbach - გრისბახ-ი.
*ö ან oe - ე (და არა იო ან ო): Köln - კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg - შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen - რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf - ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen - ეცტალის ალპები.
*ph - ფ: Philipp - ფილიპ-ი, Gryphius - გრიფიუს-ი.
*q - კ (და არა ქ): Quedenfeldt - კვედენფელდტ-ი (და არა ქვედენფელდტ-ი).
*s (ხმოვნის წინ) - ზ: Sommerfeld - ზომერფელდ-ი, Salzburg - ზალცბურგ-ი, Saarbrüken - ზაარბრიუკენ-ი.
*ss და ß - ს: Lessing - ლესინგ-ი, Fluss ან Fluß - ფლუს-ი.
*st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.
*th - თ: Lothar - ლოთარ-ი, Abendroth - აბენდროთ-ი, Thüringen - თიურინგია, მაგრამ (ტრადიციის გამო) ტ: Thälmann - ტელმანი.
*tz - ც: Fritz - ფრიც-ი, Moritz - მორიც-ი, Leisewitz - ლაიზევიც-ი.
*u - უ: Ludwig ლუდვიგ-ი, Gluck - გლუკ-ი.
- იუ: Büchner - ბიუხნერ-ი, Lübeck - ლიუბეკ-ი.
*v (გერმანულ სახელებში) - ფ: Bremerhaven - ბრემერჰაფენ-ი, Vogt - ფოგტ-ი, Vogel - ფოგელ-ი.
*v (უცხო წარმოშობის სახელებში) - ვ: Crivitz - კრივიც-ი.
*x - ქს: Axel - აქსელ-ი, Alex - ალექს-ი.
*y - ი: Ryck - რიკ-ი.
*z - ც: Salzburg - ზალცბურგ-ი, Zimmerwald - ციმერვალდ-ი.
 
==დანიური==
*ch - კ: Christopher - კრისტოფერ-ი, Christian - კრისტიან-ი (და არა: ქრისტოფერ-ი, ქრისტიან-ი).
*d (ზოგჯერ არ იკითხება): Richard - რიჩარ-ი, Nordskov - ნორსკოვ-ი, Gunhild - გუნჰილ-ი.
*eg - აი: Hegn - ჰაინ-ი.
*hj - ი: Hjalf იალფ-ი.
*nd - ნ: Hjortlund - იორტლუნ-ი, Linderstrøm-Lang - ლინერსტრემ-ლანგ-ი.
*s - ს: Ågesen - ოგესენ-ი.
*sj - შ: Sjaellander - შელანერ-ი.
*ø ან ö - ე: Brøndal - ბრენდალ-ი, Ørsted - ერსტედ-ი, Bergstrøm - ბერგსტრემ-ი.
*å ან aa - ო: Ålborg - ოლბორგ-ი.
 
==ესპანური==
*c (e, i, y-ს წინ) - ს: Cesar - სესარ-ი, Andalucia - ანდალუსია, Algeciras - ალხესირას-ი, Asuncion - ასუნსიონ-ი.
*c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Jalisco - ხალისკო, Costa Rica - კოსტა-რიკა, Cuba - კუბა.
*ch - ჩ: Echeverria - ეჩევერია, Chinchilla - ჩინჩილია.
*g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Ygnacio - იგნასიო, Guernica - გერნიკა.
*g (e, i-ს წინ) - ხ: Angel - ანხელ-ი, Algeciras - ალხესირას-ი, San Jorge - სან-ხორხე, Lago Argentino - ლაგო-არხენტინო.
*gu (e, i-ს წინ) - გ: Guernica - გერნიკა, Miguel - მიგელ-ი, Guillen - გილიენ-ი.
*gu - გვ: Guadalajara - გვადალახარა, Guatemala - გვატემალა, Paraguay - პარაგვაი.
*h (არ გამოითქმის): Héctor - ექტორი-ი, Huelva - უელვა, Halen - ალენ-ი. გამონაკლისია Honduras - ჰონდურას-ი, Haiti - ჰაიტი, La Habana - ჰავანა.
*j - ხ: Juan - ხუანი, Jorge - ხორხე, José - ხოსე, Guadalajara - გვადალახარა, Jimenes - ხიმენეს-ი.
*lla - ლია: Antilla - ანტილია, Sevilla - სევილია, Valladolid - ვალიადოლიდ-ი.
*lle - ლიე: Rio Gallegos - რიო-გალიეგოს-ი, Alle - ალიე, Valle del Cauca - ვაილიე-დელ-კაუკა.
*llo - ლიო: Hermosillo - ერმოსილიო, Trujillo - ტრუხილიო.
*llu - ლიუ: Caballuco - კაბალიუკო.
*ña - ნია: Cataluña - კატალონია.
*ño - ნიო: Marañón - მარანიონ-ი.
*ñu - ნიუ: Bañusca - ბანიუსკა.
*que - კე: Enrique - ენრიკე, Siqueiros - სიკეიროს-ი.
*qui - კი: Quintana - კინტინა, Quito - კიტო.
*s - ს: Santa Rosa - სანტა-როსა, Formosa - ფორმოსა, Rosario - როსარიო.
*x - ს: Extremadura - ესტრემადურა.
*z - ს: Juan Fernandez - ხუან-ფერნანდეს-ი, Fortaleza - ფორტალესა, Zaragoza - სარაგოსა, Cadiz - კადის-ი, Guzman - გუსმან-ი.
 
==თურქული==
თანამედროვე თურქული ანბანი ლათინური გრაფიკის საფუძველზე მიიღეს 1928 წელს ათათურქის მიერ დაწყებული თურქული ენის რეფორმის ფარგლებში.
 
* a - A [a] ა
* b - B [b] ბ
* c - C [ʤ] ჯ
* ç - Ç [ʧ] ჩ
* d - D [d] დ
* e - E [e] ე
* f - F [f] ფ
* g - G [g] გ
* ğ - Ğ
**ასო Ğ (yumuşak ge) წინამავალი ხმოვნების შემდეგ და ორ ხმოვანს შორის პოზიციაში ზოგჯერ იკითხება, როგორც [j], უკანა რიგის თანხმოვნებში აღნიშნავს წინა ხმოვნის დაგრძელებას. სიტყვის თავკიდურ პოზიციაში არ გვხვდება.
* h - H [h] ჰ
* ı - I [ɯ] ი
* i - İ [i] ი
* j - J [ʒ] ჟ
* k - K [k], [kʲ] ქ
* l - L [l], [lʲ] ლ
* m - M [m] მ
* n - N [n] ნ
* o - O [o] ო
* ö - Ö [ø] ო
* p - P [p] ფ
* r - R [r] რ
* s - S [s] ს
* ş - Ş [ʃ] შ
* t - T [t] თ
* u - U [u] უ
* ü - Ü [y] იუ
* v - V [v] ვ
* y - Y [j] ი
* z - Z [z] ზ
 
==ინგლისური==
*a - ა: Aberystwyth - აბერისტუით-ი, Adams - ადამს-ი, Franklin - ფრანკლინ-ი, Cardiff - კარდიფ-ი.
*a - ეი: David - დეივიდ-ი, Davis - დეივის-ი, Graves - გრეივზ-ი.
*a - ო: Galsworthy - გოლზუორთი.
*a - ე: Birmingham - ბირმინგემ-ი, Jackson - ჯექსონ-ი, Mary - მერ-ი.
*ae - ი: Aegis - იჯის-ი, Caesar - სიზარ-ი.
*ai და ay - ეი: Clay - კლეი, Medway - მედუეი, Gray - გრეი.
*ai - ე : Cairns - კერნზ-ი.
*au და aw - ო: Austin - ოსტინ-ი, Pauling - პოლინგ-ი, Shaw - შო.
*c (e, i, y-ს წინ) - ს: Cecil - სესილი, Cinderford - სინდერფორდი.
*c (სხვა შემთხვევებში) - კ (და არა ქ): Catherine - კათრინი (და არა ქეთრინ-ი), Caistor - კეისტორი, Corwen - კორუენ-ი, Atlantic City - ატლანტიკ-სიტი.
*ch - ჩ: Chichester - ჩიჩესტერ-ი, Churchil - ჩერჩილი.
*ch (ბერძნული და, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის სახელებში) - კ: Christina - კრისტინა, Christopher - კრისტოფერ-ი (და არა: ქრისტინა, ქრისტოფერ-ი), Ulrich - ულრიკ-ი.
*ck - კ (და არა ქ): Pocklington - პოკლინგტონ-ი, Cockermouth - კოკერმუთ-ი.
*dg - ჯ: Bridgetown - ბრიჯტაუნ-ი.
*e - ი: Beresford - ბერისფორდ-ი, Eden - იდენ-ი, Exeter - ექსიტერ-ი.
*e - ე: Reston - რესტონ-ი, Manchester - მანჩესტერ-ი.
*ea - ი: Beadnell - ბიდნელ-ი, Dreanston - დინსტონ-ი, Seaborg - სიბორგ-ი, Dearborn - დირბორნ-ი.
*ea - ეი: Breakspear - ბრეიქსპირი.
*ee - ი: Green გრინ-ი, Lee - ლი, Peekskill - პიქსელ-ი, Seebom - სიმობ-ი.
*ei - ი: O Neill - ო ნილ-ი, Keith - კით-ი.
*ei - აი: Steinbeck - სტაინბეკ-ი.
*eu და ew - იუ: Metthews - მათიუზ-ი, Dewsbury - დიუზბერ-ი.
*ew - უ: Andrew - ენდრუ (და არა ენდროუ).
*ew - უი: Lewis - ლუის-ი.
*ey - ი: Sidney - სიდნ-ი.
*g (a, o, u-ს წინ და სიტყვის ბოლოში) - გ: Donegal - დონეგოლ-ი, Dolgarog - დოლგაროგ-ი.
*g (e, i, y -ის—ის წინ) - ჯ: George - ჯორჯ-ი, Gerald - ჯერალ-ი, Rogerrs - როჯერზ-ი.
**ზოგჯერ ამ პოზიციაში გამოითქმის როგორც გ: Gertrude - გერტრდ-ი, Gilbert - გილბერტ-ი.
*gh - გ: Birmingham - ბირმინგემ-ი.
*h - ჰ: Hilary - ჰილარი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Harrisson - ჰარისნ-ი.
*i - აი: Caroline - კაროლაინ-ი, Whitehead - უაიტჰედ-ი, Dwight - დუაიტ-ი, Brierly Hill - ბრაიერლი-ჰილ-ი.
*i - ი: Brighouse - ბრიგჰაუზ-ი, Littleton - ლიტლტონ-ი.
*i - ე: Firth - ფერთ-ი.
*k - კ (და არა ქ) : Katherine - კათრინ-ი (და არა ქეთრინ-ი), Keats - კიტს-ი, Kevin - კევინ-ი.
*o და oa - ოუ: Cope - კოუპ-ი, Sevenoaks - სევენოუქს-ი.
*o - ო: Gordon - გორდონ-ი, Rogers - როჯერზ-ი, Coventry - კოვენტრი.
*oe - ოუ: Sillitoe - სილიტოუ.
*oo - უ: Moor - მურ-ი, Goodman - გუდმენ-ი, Blackpool - ბლაკპულ-ი.
*ou და ow - აუ: Grout - გრაუტ-ი, Brownville - ბრაუნვილ-ი, Bower - ბაუერ-ი.
*ou - უ: Coupar Augus - კუპარ-ანგუს-ი, Bournemouth - ბორნმუთ-ი.
*ou - ა: Douglas - დაგლას-ი.
*ow - ოუ: Lowell - ლოუელ-ი.
*p - პ (და არა ფ): Portia - პორშია, Parker - პარკერ-ი.
*ph - ფ: Josephine - ჯოზეფინ-ი, Philip - ფილიპ-ი.
*qu - კუ (და არა ქუ): Quine - კუაინ-ი, Quincy - კუინსი.
*s - ს: Burns - ბერნს-ი, Bakersfield - ბეიკერსფილდ-ი.
*s - ზ: James - ჯეიმზ-ი, Charles - ჩარლზ-ი, Brisbane - ბრიზბენ-ი, Graves - გრეივზ-ი.
*s (ზოგჯერ არ გამოითქმის) : Long Island - ლონგ-აილენდ-ი.
*sh - შ: Shakespeare - შექსპირ-ი.
*ss - ს: Furness - ფერნეს-ი.
*t - ტ (და არა თ): Coventy - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი.
*t (ზოგჯერ არ გამოითქმის): Christmas - კრისმას-ი, Whistler - უისლერ-ი.
*tch - ჩ (t არ გამოითქმის): Fletcher - ფლეჩერ-ი, Dutch-Harbour - დაჩ-ჰარბორ-ი.
*th - თ: Arthur - ართურ-ი, Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Jonathan - ჯონათან-ი, Macbeth - მეკბეთ-ი, Catherine - კათრინ-ი, Thornton - თორნტონ-ი, Thackeray - თეკერეი, Plymouth - პლიმით-ი.
*th - დ: Sutherland - სადერლენდ-ი.
*th - ზ: Rutherfold - რეზერფორდ-ი.
*th (რამდენიმე სახელში) - ტ: Anthony - ანტონი, Thomas - ტომას-ი, Thames - ტემზა, Theresa - ტერეზა.
*tz - ც: Fitzgerald - ფიცჯერალდ-ი.
*u - უ: Arthur - ართურ-ი, Julian - ჯულიან-ი.
*u - იუ: Canute - კანიუტ-ი, Hubert - ჰიუბერტ-ი, Dunkerque - დიუნკერკ-ი, Butte - ბიუტ-ი.
*u - ა: Butler - ბატლერ-ი, Russell - რასელ-ი, Sullivan - სალივან-ი, Sumner - სამნერ-ი.
*u - ე: Churchill - ჩერჩილ-ი, Ogburn - ოგბერნ-ი, Burbank - ბერბანკ-ი.
*w - უ: William - უილიამ-ი, Wellington - უელინგტონ-ი, Warren - უორენ-ი, Windsor - უინძორ-ი.
*w - ვ: Washington - ვაშინგტონ-ი, Darwin - დარვინ-ი.
*x - ქს: Oxford - ოქსფორდ-ი.
*x - გზ: Alexander - ალეგზანდერ-ი.
*y - აი: Dyson - დაისონ-ი, Agryll - არგაილ-ი, Bryce Canyon - ბრაის-კანიონ-ი.
*y - ე: Byrd - ბერდ-ი, Byrne - ბერნ-ი.
*z - ზ: Elizabeth - ელიზაბეთ-ი.
 
==იტალიური==
*c (a, o, u-ს და თანხმოვნის წინ) - კ: Cadore - კადორე, Cursolo - კურსოლო, Macchi - მაკი.
*c (e, i-ს წინ) - ჩ: Cesare - ჩეზარე, Cimarosa - ჩიმაროზა.
*cc - კ: Dallapiccola - დალაპიკოლა.
*cc - ჩ: Boccaccio - ბოკაჩო, Vespucci - ვესპუჩი, Contucci - კონტუჩი.
*ch - კ: Cherubini - კერუბინი, Michele - მიკელე, Schipa - სკიპა, Chiuro - კიურო, მაგრამ Michelangelo - მიქელანჯელო, Archangelo - არქინჯელო.
*cch - კ: Zecchi - ცეკი, Verrocchio - ვეროკიო, Sacchetti - საკეტი.
*g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Guttuso - გუტუზო, Grana - გრანა.
*g (e, i-ს წინ) - ჯ: Agira - აჯირა, Germanetto - ჯერმანეტო.
*gh - გ: Alighieri - ალიგიერი, Quarenghi - კვარენგი.
*gia - ჯა, gio - ჯო: Giacomo - ჯაკომო , Giorgione - ჯორჯონე.
*gna - ნია : Agnana - ანიანა.
*gno - ნიო: Vignola - ვინიოლა.
*gu - გუ: Guasila - გუაზილა, Guerrazi - გუერაც-ი.
*gu - გვ: Guarneri - გვარნერი.
*i (უმახვილო) - c-ს შემდეგ არ გამოითქმის: Maggio - მაჯო, Riccioli - რიჩოლი.
*qu - კვ: Quassimodo - კვაზიმოდო, Quercia - კვერჩა.
*s - ს : Secchi - სეკი, Chiusdino - კიუსდინო, De Amicis - დე ამიჩის-ი.
*s - ზ: Ysola - იზოლა, Cimarosa - ჩიმაროზა, Smeraldi - ზმერალდი, Della Casa - დელა კაზა.
*sc (a, o, u-ს წინ) - სკ: Bosco - ბოსკო.
*sc (e, i-ს წინ) - შ: Scicolone - შიკოლონე, Scisciaro - შიშარო.
*z და zz - ც: Zacconi - ცაკონი, Zappa - ცაპა, Bozzole - ბოცოლე.
*z და zz - ძ: Mazzini - მაძინი, Lazzari ლაძარი (ლაცარი), Verzone - ვერძონე.
 
==ნორვეგიული==
*aa - ო: Vesaas - ვესოს-ი.
*au - ეუ: Aursand - ეურსან-ი, Haugesund - ჰეუგესუნ-ი.
*g - გ: Sigurd - სიგურდ-ი.
*g - ი: Egner - ეინერ-ი.
*g (ზოგჯერ არ იკითხება): Gjaerder - იერდერ-ი.
*ie - ი: Grieg - გრიგ-ი.
*k - კ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.
*ki და kj - ხი: Kielland - ხიელან-ი, Kiestadli - ხიელსტადლი.
*ld - ლ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი.
*nd - ნ: Øverland - ევერლან-ი.
*o - ო: Oslo - ოსლო.
*o - უ: Kommandantvold - კომანდანტვულ-ი, Evensmo - ევენსმუ.
*sch - სკ: Schou - სკოუ.
*sj - შ: Sjøberg - შებერგ-ი.
*sk - სკ: Skouen - სკოუენ-ი, Skre - სკრე.
*ski, skj - შ: Skien - შიენ-ი, Skjerper - შერპერ-ი, Werenskiold - ვერენშიოლ-ი.
*tj - ხ: Tjølling - ხელინგ-ი.
- ო: Istgård - ისტგორდ-ი.
- ე: Bodø - ბუდე, Bømlo - ბემლო, Grønland - გრენლანდია.
 
==პოლონური==
- ომ: Dąbrovska - დომბროვსკა.
- ონ: Kątski - კონტსკი.
*c - (ყველა შემთხვევაში) - ც: Cetner - ცეტნერ-ი, Stobiecki - სტობიეცკი, Solec - სოლეც-ი.
*ch - ხ: Chamiec - ხამიეც-ი.
*cz - ჩ: Czerniatowicz - ჩერნიატოვიჩ-ი, Leszczynski - ლეშჩინსკი.
*drz - ჯ: Andrzey - ანჯეი.
*o - უ: Jelenia Gуra - ელენია-გურა.
*rz - შ: Przybyszewski - ფშიბიშევსკი.
*rz - ჟ: Brzeg - ბჟეგ-ი, Kazimierz - კაზიმიეჟ-ი, Rzytka - ჟიტკა, Bobrzynski - ბობჟინსკი.
*sz - შ: Leszczynski - ლეშჩინსკი, Szymon - შიმონ-ი, Lukasz - ლუკაშ-ი, Szymanowski - შიმანოვსკი, Warszawa - ვარშავა.
*z - ზ: Zbignev - ზბიგნიევ-ი, Zielona Góra - ზიელონა-გურა.
- ჟ: Żulawski - ჟულავსკი.
 
==პორტუგალიური==
- ან: Meã - მეან-ი.
*ão - ან: Tristão - ტრისტან-ი, Garção - გარსან-ი, São Paulo - სან-პაულუ.
*c (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ, b, d, p, t-ს გარდა) - კ: Cabral -კაბრალ—კაბრალ-ი, Curral - კურალ-ი.
*c (e, i-ს წინ) - ს: Celso - სელსუ, Cidadela - სიდადელა.
*c (b, d, p, t-ს წინ) არ გამოითქმის: Octavio - ოტავიუ, Victoria - ვიტორია.
*e - ე: Hernâni - ერნანი, Peneda - პენედა.
*e - ი: Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Flores - ფლორიშ-ი, Jorge - ჟორჟი.
*g (a, o, u-ს წინ) - გ: Gastão - გაშტან-ი, Gustavo - გუშტავუ.
*g (e, i-ს წინ) - ჟ: Gilberto - ჟილბერტუ, Lagedo - ლაჟედუ.
*h - (არ იკითხება): Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი, Hernâni - ერნან-ი.
*j - ჟ: Baixo Alentejo - ბაიშუ-ალენტეჟუ, Jorge - ჟორჟი.
*lhe - ლიე: Guilherme - გილიერმი.
*lho - ლიუ: Fialho - ფიალიუ.
*m - მ: Menton - მენტონ-ი, Humberto - უმბერტო.
*m - ნ: Bonfim - ბონფინ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი, Belém - ბელენ-ი.
*nha - ნია: Saldanha - სალდანია.
*nhu - ნიუ: Garanhuns - გარანიუნშ-ი, Curralinho - კურალინიუ.
*o - ო: Orlando - ორლანდუ.
*o - უ: Joaquim - ჟუაკინ-ი, Soares - სუარეშ-ი, Ricardo - რიკარდუ, Amado - ამადუ.
*õe - ოინ: Simões - სიმოინშ-ი.
*qu - კ: Queluz - კელუშ-ი, Joaquim - ჟუაკინ-ი.
*s - ს: Sales - სალიშ-ი, Monserrate - მონსერატი.
*s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Aloísio - ალოიზიუ, Trancoso - ტრანკოზუ, Isabel - იზაბელ-ი.
*s - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Cristini - კრიშტინუ (ბრაზილ.: კრისტინუ), Vasco - ვაშკუ (ბრაზილ.: ვასკუ).
*s - ჟ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Caldas Novas - კალდაჟ-ნოვას-ი, (ბრაზილ.: კალდას-ნოვას-ი), Três Lagoas - ტრეჟ-ლაგოაშ-ი (ბრაზილ.: ტრეს-ლაგოას-ი).
*th - თ: Theo - თეუ, Ruth - რუთ-ი, Catharina - კათარინა.
*x - ზ: Exalte - ეზალტი.
*x - შ: Xavier - შავიერ-ი, Maximiano - მაშიმიანუ, Porto Alexandre - პორტუ-ალეშანდრი.
*z - ზ: Ezalte - ეზალტი, Belo Horizonte - ბელუ-ორიზონტი.
*z - შ (ბრაზილიურ სახელებში - ს): Luizburgo - ლუიშბურგუ (ბრაზილ.: ლუისბურგუ), Queluz - კელუშ-ი (ბრაზილ.: კელუს-ი).
 
==რუმინული==
- ე: Bistrița-Năsăud - ბისტრიცა-ნესეუდ-ი, Vlahuță - ვლაპუცე, Bacău - ბაკეუ.
*c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - კ: Camil - კამილ-ი, Nicoleta - ნიკოლეტა.
*c (e, i-ს წინ) - ჩ: Cezar - ჩეზარ-ი, Donici - დონიჩი.
*ch - კ: Michaela - მიკაელა, Chira - კირა, Costache -კოსტაკე—კოსტაკე, Nichita - ნიკიტა.
*cea და cia - ჩა: Suceava - სუჩავა, Marcian - მარჩან-ი
*ciu - ჩუ: Viniciu - ვინიჩუ.
*g (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გ: Grigore - გრიგორე.
*g (e, i-ს წინ) - ჯ: Argeș - არჯეშ-ი, Virginia - ვირჯინია.
*gh (e, i-ს წინ) - გ: Gheorghe - გეორგე, Harghita - ჰარგიტა.
*h - ჰ: Mihai - მიჰაი.
*h (ზოგჯერ არ გამოითქმის): Băile Herculane - ბეილე-ერკულანე.
*ii (სიტყვის ბოლოში) - ი: Cocoreștii-Colţ - კოკორეშტი-კოლცი, Ploeștii - პლოეშტი.
*j - ჟ: Cujmir - კუჟმირ-ი, Lugoj - ლუგოჟ-ი, Dolj - დოლჟ-ი.
*s - ს: Sanda - სანდა, Constantin - კონსტანტინ-ი.
- შ: Argeș - არჯეშ-ი, Brașov - ბრაშოვ-ი, Ploeștii - პლოეშტი.
*t - ტ: Timișoara - ტიმიშოარა.
- ც: Bistrița - ბისტრიცა, Constanţa - კონსტანცა, Jalomița - იალომიცა.
*th - თ: Theodor - თეოდორ-ი.
*z - ზ: Zoe -ზოე—ზოე, Suzana - სუზანა.
 
==უნგრული==
*c (e, i, y-ს წინ) - ს: Francis - ფრანსის-ი, Marcel - მარსელ-ი.
*ch - შ: Charles - შარლ-ი, Richard - რიშარ-ი.
*ch - კ: Christiane -კრისტიან—კრისტიან-ი (და არა: ქრისტიან-ი).
*d - დ (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Fernand - ფერნან-ი, Gounod - გუნო, Roland - როლან-ი, Gerard - ჟერარ-ი; მაგრამ: David - დავიდ-ი, Alfred - ალფრედ-ი, Sand - სანდ-ი.
*e - ე (სიტყვის ბოლოში, ზოგჯერ კი სიტყვის შუაშიც არ გამოითქმის, თუ არა აქვს რაიმე დიაკრიტული ნიშანი): Emile - ემილ-ი, Gustave - გიუსტავ-ი, Diderot - დიდრო, Baudelaire - ბოდლერ-ი, Rabelais - რაბლე; მაგრამ: Litré - ლიტრე.
*c (ყველა შემთხვევაში) - ც: Cuca - ცუცა, Vönöck - ვენეცკ-ი.
*cs - ჩ: Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Békéscsaba - ბეკეშჩაბა, Lukács - ლუკაჩ-ი.
*eö - ე: Eötvös - ეტვეშ-ი.
*gy - დი: Gyula - დიულა, Gyurkovics - დიურკოვიჩ-ი, Megyer - მედიერ-ი, Nagykörös - ნადიკერეშ-ი.
*ly - ი: Károly - კაროი, Mihaly - მიჰაი.
- ე: Petöfi - პეტეფი, Öttömös - ეტემეშ-ი, Mezöföld - მეზეფელდ-ი.
*s და ss - შ: Békés - ბეკეშ-ი, Sopron - შოპრონ-ი, Lajos - ლაიოშ-ი, Kossuth - კოშუტ-ი.
*sz - ს: Szeged - სეგედ-ი, Tisza - ტისა, Laszlo - ლასლო, Szabó - საბო.
*th - ტ: Horthy - ჰორტ-ი, Horvath - ჰორვატ-ი, Kossuth -კოშუტ—კოშუტ-ი.
*ts - ჩ: Derkovits - დერკოვიჩ-ი.
- იუ: Balatonfüred - ბალატონფიურედ-ი.
*z - ზ: Lázár - ლაზარ-ი, Zoltan - ზოლტან-ი.
*zs - ჟ: Jozsef - იოჟეფ-ი, Zsuzsa - ჟუჟა, Nagykanizsa - ნადიკანიჟა.
 
==ფრანგული==
*ai და ay - ე: Romaine - რომენ-ი, Du Bellay - დიუბელე, La Fontaine - ლაფონტენ-ი.
*au - ო: Paul - პოლ-ი, Gaulle - გოლ-ი, Daudet - დოდე, Perrault - პერო.
*auld და ault - ო: La Rochefoucauld - ლაროშფუკო, Boussingault - ბუსენგო, Perrault - პერო.
*ay - აი: Raymond - რაიმონ-ი.
*ay - ei: Raynal - რეინალ-ი.
*c (a, o, u-ს წინ, თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოში) - კ: Claude - კლოდ-ი, Pascal - პასკალ-ი, Jeanne d’Arc - ჟან დ’არკ-ი.
*eau - ო: Bordeau - ბორდო, Rousseau - რუსო, Chateaubriand - შატობრიან-ი, Beaumarches - ბომარშე.
*ei და ey - ე: Beine - ბენ-ი, Montmirey - მონმირე.
*ei და ey - ეი: Reynaud - რეინო.
*em - ამ: Montalembert - მონტალამბერ-ი, Sembat - სამბა.
*en - ან, ენ: Henri - ანრი, Noulens - ნულანს-ი, Senderans - სანდერან-ი, d’Entrecasteau - დ’ანტრკასტო.
*eu - ე: Eugéne - ეჟენ-ი, Babeuf - ბაბეფ-ი, Pasteur - პასტერ-ი, Montesquieu - მონტესკიე, Richelieu - რიშელიე.
*g (a, o, u-ს და თანხმოვნების წინ) - გ: Auguste - ოგიუსტ-ი, Gaston - გასტონ-ი.
*g (e, I, y-ს წინ) - ჟ: Germain - ჟერმენ-ი, Georges - ჟორჟ-ი.
*g (სიტყვის ბოლოს ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Cherbourg - შერბურ-ი.
*geo - ჟო: Geoffroy - ჟოფრუა.
*gn (ჩვეულებრივ სიტყვის შუაში ხმოვნის წინ) - ნი: Avignon - ავინიონ-ი, Cognac - კონიაკ-ი, Du Vigneaud - დიუ ვინი.
*gne (სიტყვის ბოლოში) - ნ: Bretagne - ბრეტან-ი, Boulogne - ბულონ-ი, Bourgogne - ბურგონ-ი, Charlemagne - შარლემან-ი.
*gh - გ: Le Burghet - ლე-ბიურგე.
*gu (ხმოვნის წინ) - გ: Guy - გი, Pégue - პეგ-ი..
*gu (თანხმოვნების წინ და სიტყვის ბოლოს) - გიუ: Gustave - გიუსტავ-ი, Auguste - ოგიუსტ-ი.
*h (ფრანგულში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Héléne - ელენ-ი, Henri - ანრ-ი, Cahen - კაენ-ი, Hector - ექტორ-ი; მაგრამ: Hugo - ჰიუგო, Havre - ჰავრ-ი.
*il და ill (ხმოვნის შემდეგ) - ი: Excideuil - ექსიდეი, Aureille - ორეი, Rambouillet - რამბუიე.
*ill (თანხმოვნის შემდეგ) - იი: Guillaume - გიიომ-ი; მაგრამ: Grandville - გრანვილ-ი.
*in - ენ: Dullin - დიულენ-ი, Vincent - ვერსან-ი, Rodin - როდენ-ი, Chardin - შარდენ-ი, Cachin - კაშენ-ი.
*j - ჟ: Jules - ჟიულ-ი, Anjou - ანჟუ.
*la - ლა: Abelard - აბელარ-ი, Labourbe - ლაბურბ-ი.
*lu - ლუ: Lully - ლული, Eluard - ელუარ-ი, Blume - ბლუმ-ი.
*m - მ: Ampére - ამპერ-ი, d’Alambert - დ’ალამბერ-ი.
*m - ნ: Comte - კონტ-ი, Amfreville - ანფრევილ-ი.
*mb - ნ: Coulomb - კულონ-ი.
*oe (œ) და oeu (œu) (სირტვის თავში და ხმოვნის შემდეგ) - ე: Œrlicon - ერლიკონ-ი, Œutrange - ეტრანჟ-ი, Sacré-Cœur - საკრე-კერ-ი.
*oi - უა: Antoine - ანტუან-ი, Dubois - დიუბუა, Grégoire - გრეგუარ-ი, Loire - ლუარა, Lavoisier - ლავუაზიე.
*ou - უ: Decour - დეკურ-ი, Pompadour - პომპადურ-ი.
*ph - ფ: Philippe - ფილიპ-ი, Joseph - ჟოზეფ-ი.
*que - კ: Loire-Atlantique - ლუარ-ატლანტიკ-ი.
*r - რ (სიტყვის ბოლოში ხან გამოითქმის ხან - არა): Renoir - რენუარ-ი, Victor - ვიქტორ-ი; Berger - ბერჟე, Roger - როჟე, Beranger - ბერანჟე, Granger - გრანჟე.
*s (სიტყვის თავში და თანხმოვნის წინ) - ს: Serge - სერჟ-ი, Justine - ჟიუსტინ-ი.
*s (ორ ხმოვანს შორის) - ზ: Josephine - ჟოზეფინ-ი.
*s (ფრანგული სახელების ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Dumas - დიუმა, Louis - ლუი, Charles - შარლ-ი, Arles - არლ-ი, Artois - არტუა; მაგრამ: Jaurés - ჟორეს-ი, Saint-Saëns - სენ-სანს-ი.
*s - ს (l, m, n-ის წინ, სიტყვის შუაში, ხშირად არ გამოითქმის): Isle-Jourdain - ილ-ჟურდენ-ი, Rouget de Lisle - რუჟე დე ლილ-ი, Lebesgue - ლებეგ-ი.
*t - ტ: Tristan - ტრისტან-ი, Gautier - გოტიე.
*t (სიტყვის ბოლოში ჩვეულებრივ არ გამოითქმის): Belfort - ბელფორ-ი, Goncourt - გონკერ-ი, Daudet - დოდე, Bleriot - ბლერიო, Duguit - დიუგ-ი; მაგრამ: Brest - ბრესტ-ი, Marat - მარატ-ი.
*th - ტ: Arthur - არტიურ-ი, Barthou - ბარტუ, Thores - ტორეზ-ი, Thibaud - ტიბო; მაგრამ: Bertholet - ბერთოლე, Théophile - თეოფილ-ი, Théodor - თეოდორ-ი.
*tz (სიტყვის ბოლოში ხშირად არ გამოითქმის): Beaumetz - ბომე.
*tz (სიტყვის ბოლოში ხშირად) - ს: Retz - რეს-ი, Jametz - ჟამეს-ი.
*u - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა.
*un - ენ: Lebrun - ლებრენ-ი.
*x - ქს: Xavier - ქსავიე, Luxembourg - ლუქსემბურგ-ი.
*x - გზ: Saint-Exupéry - სენტ-ეგზიუპერი.
*x - ს: Xertigny - სერტინი, Auxerre - ოსერ-ი.
*x (სიტყვის ბოლოში არ გამოითქმის): Delacroix - დელაკრუა.
*z - ზ: Zola - ზოლა.
*z (ფრანგული სიტყვების ბოლოში ზოგჯერ არ გამოითქმის): Valdonnez - ვალდონე, Odomez - ოდომე.
 
==შვედური==
*ah - ა: Siegbahn - სიგბან-ი, Svahnström - სვანსტრემ-ი.
*ch - კ: Erich - ერიკ-ი.
*dj (სიტყვის თავში) - ი: Djurberg - იურბერგ-ი.
*gi - იი: Gidlung - იიდლუნგ-ი.
*gä - ე: Gällivare - ელივარე, Gärdstam - ერდსტამ-ი.
*gö - იე: Götherström - იეთერსტრემ-ი.
*gy - იუ: Gyllensten - იულენსტენ-ი.
*h - ჰ: Hylander - ჰიულანდერ-ი.
*hj - ი: Hjälmaren - იელმარენ-ი, Hjorth - იორთ-ი.
*ie - ი: Siegbahn - სიგბან-ი.
*k - კ: Kaling - კალინგ-ი.
*k - ჩ: Kjellberg - ჩელბერგ-ი.
*o - (ზოგჯერ) უ: Borås - ბუროს-ი, Örebro - ერებრუ, Lo-Johansson - ლუ-იუჰანსონ-ი.
*s - ს: Siegbahn - სიგბან-ი.
*sk - შ: Skjöld - შელდ-ი
*y - ი: Ylander - ილანდერ-ი.
*y (თანხმოვნის შემდეგ) - იუ: Hylander - ჰიულანდერ-ი, Almeby - ელმებიუ, Byskeälv - ბიუსკეელვ-ი.
- ო: Borås - ბუროს-ი, Västerås - ვესტეროს-ი, Skellefteå - შელეფტეო.
- ე: Älmeby - ელმებიუ, Borlänge - ბურლენგე, Västerås - ვესტეროს-ი.
- ე (და არა: იო): Göteborg - გეტებორგ-ი, Malmö - მალმე, Еngström - ონგსტრემ-ი.
 
==ჩეხური==
*c - ც: Ciprova - ციპროვა, Třeblicki - ტრშებლიცკი.
- ჩ: Kabiček - კაბიჩეკ-ი, Poláček - პოლაჩეკ-ი.
*ch - ხ: Mudroch - მუდროხ-ი, Pichlik - პიხლიკ-ი.
*h - ჰ: Kohout - კოჰოუტ-ი, Hašek - ჰაშეკ-ი, Mahačkova - მაჰაჩკოვა.
*r - რ: Ciprova - ციპროვა, Zaruba - ზარუბა.
- რჟ: Řada - რჟადა, Řezáč - რჟეზაჩ-ი.
- რშ: Třeblicki - ტრშებლიცკი.
*s - ს: Kozusky - კოზუსკი.
- შ: Aleš - ალეშ-ი, Ambruš - ამბრუშ-ი.
*z - ზ: Zaruba - ზარუბა, Zazvorka - ზაზვორკა.
- ჟ: Žižka - ჟიჟკა, Domažlice - დომაჟლიცე.
 
==ჰოლანდიური (ნიდერლანდური)==
*aa - ა: Breebaart - ბრებარტ-ი.
*ae - ა: Aerstens - არსტენს-ი, Bogaerts - ბოგარტს-ი.
*c (e, i, y-ს წინ) - ს: Arcen - არსენ-ი.
*c (ყველა სხვა შემთხვევაში) - კ: Coolen - კოლენ-ი.
*ch - ხ: Schildpad - სხილდპად-ი, Schidam - სხიდამ-ი.
*ck - კ: Jonckheere - იონკჰერე, Jackijst - იაკეისტ-ი.
*ckx - ქს: Amelinckx - ამელინქს-ი, Blockx - ბლოქს-ი.
*ee - ე: Breebaart - ბრებარტ-ი. Eeden - ედენ-ი.
*eu - ე: Beunke - ბენკე, Beuzemaker - ბეზემაკერ-ი.
*eu - ეი: Euwe - ეივე.
*h - ჰ: Haasse - ჰასე.
*ie - ი: Rogier van der Weyden - როგირ ვან დერ ვეიდენ-ი.
*ij - ეი: Burkij-Bartelink - ბიურკეი-ბარტელინკ-ი, Bevervijk - ბევერვეიკ-ი.
*oe - უ: Goes - გუსი.
*oo - ო: Coolen - კოლენ-ი, Amersfoort - ამერსფორტ-ი.
*th - თ: Beth - ბეთ-ი.
*tius - ციუს: Grotius - გროციუს-ი.
*u - იუ: Buntinx - ბიუნტინქს-ი, Hilversum - ჰილვერსიუმ-ი.
*ui - ეი: Buiskool - ბეისკოლ-ი, Kruissink - კრეისინკ-ი.
*z - ზ: Dozy - დოზ-ი.