ომარ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბმული
ხაზი 15:
[[1800]] წლის ნოემბერში, ომარ-ხანი დიდძალი ჯარით [[საგარეჯო]]სკენ დაიძრა და ალაზნის ნაპირზე დაბანაკდა. მას, რუსებთან ურთიერთობას შეურიგებელი, [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილი]]ც მიემხრო, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. დამხმარედ ირანის ჯარსაც მოელოდნენ. მტრის მიზანი [[თბილისი]]ს აღება იყო. ომარ-ხანის 20 ათასიანი ლაშქარი [[კაკაბეთი]]ს მიდამოს მოადგა.
 
7 ნოემბერს, მდ. იორის[[იორი|ივრის]] ნაპირას, სოფელ [[კაკაბეთი|კაკაბეთთან]] გაიმართა [[ნიახურის ბრძოლა]], სადაც ერთმანეთს [[გიორგი XII|გიორგი მეთორმეტესა]] და ომარ-ხანის ჯარი დაუპირიპირდა. ქართველთა გვერდით რუსების ჯარის ნაწილიც იბრძოდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მათი უმეტესობა დაიხოცა, ამ ბრძოლაში დაჭრილი ომარ-ხანი [[დაღესტანი|დაღესტნისაკენ]] გაიქცა. ცოტა ხანში ჭრილობა გაურთულდა და [[ზაქათალა (ქალაქი)|ზაქათალაში]] გარდაიცვალა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომარ-ხანი“-დან