კლივლენდ კავალიერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 106:
 
2010 წლის 17 თებერვალს, კავალიერსმა ენტოუნ ჯემისონი აიყვანა [[ვაშინგტონ უიზარდსი]]დან და სებასტიან ტელფერი [[ლოს-ანჯელეს კლიპერსი]]დან. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ამ გაცვლაში გუნდმა ზიდრუნას ილგაუსკასი დაკარგა, თუმცა მოგვიანებით ის გაშვებული იქნა გუნდიდან და უკან იქნა აყვანილი კავალიერსის მიერ 2010 წლის 23 მარტს დარჩენილი სეზონისთვის. კავალიერსმა ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო დაემთავრებინა NBA საუკეთესო 61-21 შედეგით. ლებრონი კვლავ დასახელებული იქნა ლიგის MVP, ზედიზედ მეორე წელს. 2010 წლის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, კავსმა შეძლო 4-1 დაემარცხებინა [[ჩიკაგო ბულზი]], თუმცა საწყენი მარცხი განიცადა მომდევნო ეტაპზე, როდესაც [[ბოსტონ სელტიკსი]]ს წინააღმდეგ სერიას 2-1 ლიდერობდა, თუმცა ბოსტონელებმა შეძლეს ზედიზედ 3 თამაშის მოგება და სერია 2-4 დაემთავრებინათ (მოგვიანებით, სელტიკსი [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გავიდა და 4-3 დამარცხდა [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი]]ს მიერ). ორივე გუნდმა საშინაო მატჩებში დაამყარა რეკორდი: სელტიკსმა წააგო 29 ქულით (124-95) მე-3 თამაშში, რაც ბოსტონის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია. ასევე კავალიერსმა წააგო 32 ქულით (120-99) მე-5 მატჩში.
 
მას შემდეგ რაც კავალიერსი გამოვარდა პლეი-ოფიდან, ამან ჯეიმსი თავისუფალ აგენტად აქცია. 2010 წლის 8 ივლისს კი მან განაცხადა, რომ [[მაიამი ჰიტი]]ს რიგებში ითამაშებდა. ამ განცხადებამ ბევრი [[კლივლენდი]]ს მაცხოვრებელი ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა, რაც არ აღიქვეს კარგ საქციელად. ბევრმა მათგანმა ლებრონ ჯეიმსის მაისური დაწვა, ასევე [[ნაიკი]]ს „მოწმე“, რომელიც ჯეიმსის სახით იყო გამოხატული დაბლითა [[კლივლენდი|კლივლენდის]] აბრაზე, უმალვე იქნა ჩამოხსნილი. ჯეიმსის განცხადების შემდეგ, კავალიერსის მფლობელმა - დენ ჯილბერტმა ღია წერილით გამოეხმაურა გუნდის საიტიდან ჯეიმსის გადაწყვეტილებას, სადაც პირდებოდა NBA ჩემპიონის ტიტულს კლივლენდ კავალიერსს, სანამ ჯეიმსი შეძლებდა მოგებას. მედიის დიდი განხილვების შედეგად, კლივლენდის ქომაგები დაუდგნენ გვერდში კავსის მეპატრონეს, მიუხედავად იმისა, რომ NBA-მ 100 000 $ დააჯარიმა.
 
=== 2010–2011: არეულობა და სირცხვილი ===