გულრიფშის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
== ბუნება ==
=== რელიეფი ===
გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი — [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]] აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთ კალთაზე ვიწრო ზოლად გავრცელებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლები და კვარციტები. მდინარეების [[ჩხალთა (მდინარე)|ჩხალთისა]] და საკენის გასწვრივი ხეობები, აგრეთვე მდინარე კოდორის ხეობის ზედა და შუა მონაკვეთი აგებულია ლიახვის თიხაფიქლებით, ჩხალთის ქედის თხემი — ბაიოსური პორფირიტებით, ხოლო სამხრეთი კალთები — ზედაიურული და ცარცული კირქვებით; მდინარეების კელასურის, ამტყელისა და ჯამპალის სათავეებში გავრცელებულია შუიურული გრანიტოიდული ინტრუზიები. გორაკ-ბორცვიაბნი ზოლის აგებულებაში მონაწილეობენ ნეოგენური კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები, მერგელები. შავიზღვისპირა დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარებით, ქვიშებით, თიხებით. გულრიფშის რაიონის წიაღისეული სიმდიდრეა ტყვია მცირე რაოდენობით, თუთია და ვერცხლი (ამტყელის, ხეცკვარის, გვანდრისა და საკენის აუზებში), [[კალა]] (ახუპაჭის მთაზე), [[დარიშხანი]] (სხაპაჭის ქედზე); არალუთონური საბადოებიდან - ბარიტი (გვანდრის და საკენის აუზებში). რაიონის ტერიტორიაზე ჩხალთის (აწგარა), საკენის, ყლიჩის და სხვა მდინარეთა ხეობებში არის მინერალური წყლები.
 
გულრიფშის რაიონის ოროგრაფია რთულია. მარუხის უღელტეხილიდან (2739 მ) მწვერვალ გვანდრამდე (3985 მ) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედია. უმაღლესი მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ), უღელტეხილები — მარუხი, კლუხორი, გონდრაი და სხვა. სამხრეთით მთავარი ქედის პარალელურად მიემართება ჩხალთის ქედი (მწვერვალი — 3026 მ). მდინარეებს კელასურსა და ამტყველს შორის მდებარეობს [[ბზიფის ქედი]]ს სამხრეთ მერიდიანული განშტოება — სხაპაჭის ქედი. მდინარეებს [[კელასური (მდინარე)|კელასურსა]] და კოდორს შორის, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გასწვრივ, გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რომლის სამხრეთით ვრცელდება შავიზღვისპირა დაბლობი.