სინის მთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: cs:Mojžíšova hora, ca:Mont Sinaí
შეიცვალა ვიისაწყობის სურათით
ხაზი 1:
[[ფაილი:sinis_miniatura.jpg|thumb|სინის სამონასტრო კომპლექსი, XVI ს.საუკუნის მინიატიურა]]
'''სინის მთა''' ('''სინას''' ან '''სინაის მთა''') [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულზე]] მდებარეობს და ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა [[მოსე|მოსეს]], რომელსაც [[ისრაელის ხალხი]] [[ეგვიპტე|ეგვიპტიდან]] [[აღთქმული მიწები|აღთქმული მიწებისაკენ]] მიჰყავდა და [[ათი მცნება]] გადასცა.
 
[[ქრისტიანები]] ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, [[ქართველები]] კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.
Line 5 ⟶ 6:
სინის მონასტერში ქართველ მამებს საკუთარი უმდიდრესი და მრავალფეროვანი წიგნთსაცავი ჰქონდათ თავისი კატალოგით, ანუ წიგნებისა და ხელნაწერების ნუსხით. წიგნთსაცავში საგანგებო ოთახი იყო გამოყოფილი სამკითხველო დარბაზისათვის. იქ მსურველს შეეძლო ესარგებლა წიგნებით, მაგრამ მათი გატანა აკრძალული იყო. სინის მთის ქართული წიგნთსაცავი მხოლოდ ადგილზე შექმნილი და გადაწერილი წიგნებით არ მდიდრდებოდა, მას გამუდმებით ემატებოდა წიგნები პალესტინის ქართული კერებიდან: [[იერუსალიმის ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან]], [[გეთსიმანია|გეთსიმანიიდან]], [[გოლგოთა|გოლგოთიდან]], [[პალავარი|პალავრიდან]], [[საბაწმიდა|საბაწმიდიდან]] და ა.შ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა დიდი ნაწილი დღესაც ადგილზეა, ნაწილი კი ინახება თბილისში, პეტერბურგში, პრაღაში, ნიუ-იორკში, პარიზში და სხვა კერძო კოლექციებში.
 
[[ფაილი:Santa-Caterina-Katharinenkloster Sinai BW 2.jpg|thumb|250px|left|[[წმ. ეკატერინეს მონასტერი (სინაი)|წმ. ეკატერინეს მონასტერი]].]]
სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს [[იოანე მინჩხი|იოანე მინჩხს]]. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო [[იოანე-ზოსიმე|იოანე ზოსიმემ]]. სინის მთაზე იღწვოდნენ [[ფანასკერტელი, მიქაელ|მიქაელ ფანასკერტელი]], [[იოანე კუმურდოელი]], [[სინელი, იოანე|იოანე სინელი]] და სხვა მრავალი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინის_მთა“-დან