ძელქვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| ლათ = Zelkova
| ვიკისახეობები =
| commons =Category:Zelkova
}}
'''ძელქვა''' ([[ლათ.]] Zelkova) — ფოთოლმცვივანი მცენარეთა გვარი [[თელისებრნი|თელისებრთა]] ოჯახისა. [[ხე]]ებია, რომელთა სიმაღლე 40 მ, [[დიამეტრი]] 3 მ აღწევს. ძელქვას მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები აქვს. ხეზე ზოგი [[ყვავილი]] ორსქესიანია, ზოგი კი მხოლოდ მამრობითი. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვის — ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი [[მერქანი|მერქნის]] სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს. ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია. ტენისა და ჩრდილის მოყვარული [[ხე]]ა. იზრდება [[ხეობა|ხეობებში]], [[მდინარე]]ების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს [[მარტი|მარტ]]-[[აპრილი|აპრილში]]. ნაყოფი მწიფდება [[აგვისტო]]ში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — [[რცხილაფოთოლა]] ([[ლათ.]] Zelkova carpinifolia) [[ირანი|ირანსა]] და [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] დასავლეთ ([[იმერეთი]], [[სამეგრელო]]), აღმოსავლეთ ([[კახეთი]] — [[ახმეტის მუნიციპალიტეტი]], [[ლენქორანი]]) და სამხრეთ ([[ყარაბახი]]) ნაწილებში იზრდება, დანარჩენი 5 — [[კრეტა]]ზე, [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[იაპონია]]სა და [[კორეის ნახევარკუნძული|კორეაში]]. გვხვდება ზომიერ ტენიან და მომშრალო ადგილებში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარითა და ფესვის ნაბარტყით. [[მერქანი|მერქნის]] მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა. სწრაფმზარდი და დეკორატიულია. ხშირად საფრთხეს უქმნის: ტყის კაფვა, მცირე არეალი და სხვ. იყენებენ ბაღ-პარკში, ტყის სარეკონსტრუქციოდ და გასაშენებლად. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძელქვა“-დან