ჩინური კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''ჩინური კალენდარი''' ე.წ. [[ლუნისოლარული კალენდარი|ლუნისოლარული კალენდარია]] (''ლუნი'' - მთვარე, ''სოლარ'' - მზე), რომელიც მიღებულ იქნა მზისა და მთვარის კალენდრების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანულ კალენდარს]] ყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, [[ჩინური ახალი წელი]] (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში - ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის. სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: [[კორეული კალენდარი]] იდენტურია, [[ვიეტნამურ კალენდარში]] კატა ჩანაცვლებულია კურდღლით [[თორმეტ ცხოველში]], [[ტიბეტური კალენდარი]] ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული [[იაპონური კალენდარი]] იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიგურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში
ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" (農曆 ნონგლი), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" (公曆 გონგლი), ან "დასავლური კალენდრისგან" (西曆 ხილი). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" (舊曆), ახალი (新曆) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.
|