მარკერმერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
}}
'''მარკერმერი''' ({{lang-nl|Markermeer}}) — ტბა [[ნიდერლანდი|ნიდერლანდებში]]. ზეიდერზეეს ყოფილი ყურის ნაწილი. მდებარეობს [[ჩრდილოეთი ჰოლანდია|ჩრდილოეთი ჰოლანდიისა]] და [[ფლევოლანდი]]ს პროვინციების ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით [[ეისელმერი|ეისელმერის ტბიდან]] გამოყოფილია [[ჰაუტრიბდეიკის ჯებირი]]თ. ფართობი 700 [[კმ²]], მაქსიმალური სიღრმე 3-5 მ. სახელი ეწოდა მცირე კუნძულის მიხედვით, რომელიც დღეისათვის [[ნახევარკუნძული]]ა და ვრცელდება ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მარკერმერის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[ჰოორნი|ჰოორნთან]] არის ჰორნსე-ჰოპის ყურე. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ეიმერი ეწოდება — წარსულში იმ ადგილას, ზეიდერზეეს, მდინარე [[ეი]] ერთვოდა. ზეიდერზეეს პროექტის ფარგლებში ჯებირის აშენების შემდეგ, რომელმაც [[ჩრდილოეთის ზღვა|ჩრდილოეთის ზღვის]] გარკვეული ნაწილი გადააქცია მტკნარწყლიან ტბად, მიმდინარეობდა მიწების დაშრობის ცდები. აგრეთვე დაგეგმილი იყო მარკერვარდის პოლდერის შექმნა. ჰაუტრიბდეიკის ჯებირის მშენებლობის დასრულების შემდეგ [[1976|1976 წელს]] შეიქმნა ფინანსური პრობლემები. [[1980]]-იან წლებში სამუშაოები შეწყდა გაურკვეველი ვადით. ამის შემდეგ ტბა გახდა ეკოლოგიური და რეკრეაციული მნიშვნელობის ობიექტი. [[2003]] წლის [[გვალვა|გვალვიანობის]] დროს მარკერმერი გამოიყენებოდა ამსტერდამის არხების წყლის დონის რეგულირებისათვის.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.rijkswaterstaat.nl/water/feiten_en_cijfers/vaarwegenoverzicht/markermeer/ მარკერმერის ტბა] {{nl}}
 
[[კატეგორია:ნიდერლანდის ტბები]]
 
[[ru:Маркермер]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარკერმერი“-დან