კახეთის კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kaxetis kavkasioni.JPG|thumb|250px|კახეთის კავკასიონი ალავერდიდან]]
[[ფაილი:Kaxetis kavkasioni.JPG|thumb|250px|კახეთის კავკასიონი ალავერდიდან]]'''კახეთის კავკასიონი''', [[კავკასიონი]]ს უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი [[საქართველო]]ს ფარგლებში. იწყება მწვერვალი [[დიდი ბორბალო]]დან და მთავრდება მწვერვალ [[ტინოვროსო]]სთან. ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება კახეთის კავკასიონის ალპურ ლანდშაფტიან თხემს, ხოლო სამხრეთი — მთისწინეთს. მოიცავს მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] ზემო დინების ხეობას ([[პანკისის ხეობა]]), ალაზნის მარცხენა შენაკადებისა და [[ილტო]]ს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) აუზებს. აგებულია ძირითადად ქვედა და შუაიურული ასაკის თიხაფიქლებისა და ქვიშაქვების ინტენსიურად დანაოჭებული წყებებით. ქვემო კალთებზე აქა-იქ [[ცარცული სისტემა|ცარცული სისტემის]] ნალექებია. მდინარეების [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[სტორი]]სა და [[ლოპოტა|ლოპოტის]] ხეობებში გავრცელებულია პალეოზოური გრანიტოიდები, [[კრისტალური ფიქლები]] და [[მარმარილო]]. მთავარი წიაღისეულია მარმარილო (ლოპოტის), მინერალური სამკურნალო წყალი ([[თორღვას აბანო]]ს). კახეთის კავკასიონის რელიეფში გაბატონებულია მთავარი ქედის მოკლე, ციცაბო, ეროზიული განტოტებები და მდინარეთა ღრმა გარდიგარდმო ხეობები. კახეთის კავკასიონის თხემური ზოლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა დაწყებული ზომიერად თბილიდან დამთავრებული მაღალმთის ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავით. მდინარეებს ახასიათებს წყალმოვარდნა და სელური ღვარები (ღვარცოფი), წყალდიდობა აპრილ-ივნისში, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. სუბალპურ და ალპურ ზონაში არის მცირე ზომის ტბები: [[გრძელი ტბა]], [[ნახევარტბა]], [[მართოთი]] და სხვა.
 
კახეთის კავკასიონის ქვემო კალთებზე მთის ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებულია მუხნარ-რცხილნარი, რომელსაც ურევია [[წიფელი]], [[წაბლი]], [[ცაცხვი]] და სხვა. ზემო კალთებზე ღია ფერის და გაეწრებულ ტყის ყომრალ ნიადაგებზე გაბატონებულია წიფლის ტყე. მასში შერეულია [[რცხილა]], [[ნაკერჩხალი]] და სხვა. კახეთის კავკასიონისთვის დამახასიათებელია კოლხეთისა დაჰირკანის მცენარეულობის რელიქტები: [[ძელქვა]], [[ბზა]], [[თალიშური სურო]] და სხვა. ტყის ზონის ზემოთ არყის ტანბრეცილი ტყეებია, არის აგრეთვე [[ცირცელი]], [[ბოკვი]]. უფრო ზემოთ (2400—2500 მ-იდან) მთის კორდიან და კორდიანტორფიან ნიადაგებზე გავრცელებულია სუბალპური და ალპური ბალახეულობა, რომელსაც იყენებენ საძოვრებად. ჩრდილოეთი ექსპოზიციის კალთებზე დეკიანებია.