ძველი აღთქმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ln:Boyókani bwa Kala
No edit summary
ხაზი 9:
ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი<ref>ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ადამიანი თავისუფალია (ნების თავისუფლება), და ამ ნებელობის მეშვეობით ის თავად წყვეტს, იყოს ღმერთთან თუ განუდგეს მათ, იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით, თუ საკუთარი ნების მიხედვით. არც ჯოჯოხეთია ღმერთის მიერ დაწესებული სასჯელი, სანაცვლო საზღაური ადამიანთა განდგომაზე (ღმერთი აბსოლუტური სიკეთეა), არამედ ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მყოფობისათვის არიან შექმნილნი (ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა), თავიანთი განდგომით გამოეყოფიან ამ სიკეთეს (სამოთხეს), თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას და ხვდებიან ჯოჯოხეთში. ანუ ჯოჯოხეთი არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა, მიერ განხორციელებული არასწორი ნებელობითი არჩევანის შედეგი და არა უფლის სასჯელი – ადამიანი თავად ისჯის საკუთარ თავს</ref>. მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.
 
ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის ''" ესე„ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა"ცოდვათა“''<ref>[http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/mate22-28.htm /მთ.26,28]</ref>. ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.<ref>[http://azbyka.ru/dictionary/03/vethiy_zavet-all.shtml / Ветхий Завет]</ref>
 
== ძველი აღთქმის წიგნები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_აღთქმა“-დან