დავით დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

+კატ.
(ახალი გვერდი: '''დავით დადიანი''' (* 26 იანვარი, 1813 ― † 30 აგვისტო, 1853) [[სამეგრე...)
 
(+კატ.)
'''დავით დადიანი''' (* [[26 იანვარი]], [[1813]] ― † [[30 აგვისტო]], [[1853]]) [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]] მთავარი (1846-1853), გენერალ მაიორი. მამამ - [[ლევან V დადიანი|ლევან V დადიანმა]] თავის სიცოცხლეშივე (1840-იდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეადროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა [[დადიანი, ნიკო|ნიკო დადიანმა]] [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოება]]ს გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[იოსელიანი, პლატონ|პ. იოსელიანთან]] და [[ბროსე, მარი|მ. ბროსესთან]].
 
 
 
{{ქსე}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1813]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1853]]