გუჯარეთი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გუჯარეთი''', მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ბორჯო...
 
+კატ., ბმულები
ხაზი 1:
'''გუჯარეთი''', მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი [[ბორჯომის რაიონი]]ს ტერიტორიის ნაწილი. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალით (კოლხური ცულის ყალიბი, ზოდები, თოხები) დასტერდებადასტურდება, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ ბრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული, ისტორიულ წარსულში გუჯარეთი შედიოდა [[თორის მხარეშიმხარე]]ში. მონღოლთა ბატონობის პერიოდიდან დაკნინდა. XIV საუკუნეში სამეფო მამული იყო. XV საუკუნიდან ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. XVI საუკუნის ბოლოს გუჯარეთი ოსმალებმა დაიკავეს. მათი მფლობელობის პერიოდში ამ მხარის მოსახლეობა თითქმის მთლიანად [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] გადასახლდა. ოსმალთა განდევნის შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება ამ მხარის ხელახალი დასახლება. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან აღსანიშნავია უზნარიანის, თოთხამის, მომწვარასი და სარბიელას ციხეები, ტიმოთესუბნის, დაბის, მაღალჯვარისა და სხვა მრავალი დიდი თუ მცირე ეკლესია-სამლოცველო და გამოქვაბულ-სახიზარი. გუჯარეთზე გადიოდა გზები, რომლებიც [[ჯავახეთი|ჯავახეთსა]] და [[თრიალეთი|თრიალეთს]] შიდა ქართლთან აკავშირებდა.
 
 
{{ქსე}}
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]