ქვემო ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდის]] და [[ხუნანის საერისთავო|ხუნანის]] საერისთავოები, [[თბილისის საამირო]], [[ტაშირ-ძორაგეთის სამეფო]], [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარის]], [[ლორის საერისთავო|ლორის]], [[გაგის საერისთავო|გაგის საერისთავოები]], [[საბარათიანო]].
 
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომს [[გუგარები|გუგარებს]], იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს და სომხური ''გუგარქის'' სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო [[XIII]] საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის მხარეში]] და მოიცავს [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის]], [[გარდაბნის რაიონი|გარდაბნის]], [[დმანისის რაიონი|დმანისის]], [[თეთრი წყაროს რაიონი|თეთრი წყაროს]], [[მარნეულის რაიონი|მარნეულისა]] და [[წალკის რაიონი|წალკის]] რაიონების ტერიტორიებს.